• რეკლამა
  • კონტაქტი
07:04, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სისტემის თანამშრომელს კი არა, ბოროტებას, ძალადობას იცავ… მიათრევენ, მიაპორწიალებენ, ტენიან მანქანაში ადამიანებს” – ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
17:15 01-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია “მთავარ არხთან” ამბობს:

“ყველაზე მეტად თვალში გვხვდება დაკავებებისაც, ყველა დაკავების დროს, უხეში დარღვევა საპროცესო ნორმების, კონსტიტუციური და ყველა საერთაშორისო სტანდარტის. რომ არ ვძებოთ, სადღაც ბნელ კუთხეში, სადაც არ წვდება საზოგადოების თვალი, ღიად ვხედავთ ქუჩაში, დღესაც, დაკავებების დროს, ყველგან ირღვევა საპროცესო ნორმები.

რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, აშკარაა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, ან ბოროტად გამოყენება, ეს არის სამოხელეო დანაშაული, დამამძიმებელი გარემოებაა, რომ ეს ხდება შშმ პირის მიმართ, ეს უკავშირდება არაადამიანური მოპყრობის სტანდარტს, ეს არის სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, ძალადობა, აქ არის დანაშაულთა კომბინაცია – ეს არის სახეზე და ამას დიდი ფიქრი არ სჭირდება. არაფერი არ არსებობს, რომელიც გაამართლებს, იმ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას… როგორ უბრაგუნებს.,.. ტერორისტს არ უნდა მოექცე ეგრე, ომის დროს არ უნდა მოიქცე ესე.

ყველგან ირღვევა კანონი, ყველა აქციაზე დაკავებების დროს, როგორ აკავებენ, როგორ მიგვაჩვიეს, მიათრევენ, კამარების თვალწინ, საჯაროდ, სასამართლოს შენობის წინ, ისეთი ფორმით აკავებენ აქციის მონაწილეებს, რომ როგორც იურისტი გეუბნებით – ეს არის ცალკე დანაშაულებრივი ქმედება. და რას აკეთებს სასამართლო? მოქალაქეს აჯარიმებს, იმის ნაცვლად, რომ პოლიციელს მოსთხოვოს პასუხი. დაუსჯელი დარჩა ყველა ასეთი ფაქტი სასამართლოს ხელში. მოსამართლეები ყურებენ, ხომ მიაქვთ პოლიციელებს სასამართლოში ვიდეოკადრები, როგორ აკავებენ, მიათრევენ, მიაპორწიალებენ, ტენიან, პირდაპირი მნიშვნელობით მანქანაში ადამიანებს და ამაზე რეაქცია არა აქვთ. ის მოსამართლეც დასასჯელია და ის პოლიციელიც. ვერ ხვდებიან, რომ ეს სახიფათოა ყველასთვის. პოლიციელი, რომელიც იმისთვის არსებობს რომ კანონი და მოქალაქე დაიცვას, ის ხდება მოძალადე და ამას ახალისებ, ეს არის დიდი დანაშაული და ამას ვერ ხვდება გადაწყვეტილების მიმღები პირი.

ლუკა სირაძე სულ თვალწინ მიდგას, ეს ანგელოზივით ბავშვი, ამხელა ტრაგედია მოხდა და გამომძიებელი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს – ეს პირდაპირი გზავნილი იყო, რომ აი ჩვენ სისტემის თანამშრომელს ვიცავთ. სისტემის თანამშრომელს კი არა, ბოროტებას, ძალადობას იცავ…”

თეგები: ეკა ბესელიავახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved