• რეკლამა
  • კონტაქტი
18:33, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სისხლი არ დავაღვრენეთ, სამჯერ ავიცილეთ ეს, ხალხო…” – რა არის ოპოზიციის გეგმა? – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
16:09 11-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, აქციაზე სიტყვით გამოდის:

მე დღეს კონკრეტული გეგმით ვარ წარმოდგენილი, რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის, გეგმა, რომელიც იქნებოდა უმწვავესი, მაგრამ არაძალადობრივი, მაგრამ გზაში დაგვაწიეს ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში. გორის ჰოსპიტალში გადაყვანა რომ სდომოდათ, რუსთავის ცხიდან გლდანში კი არ გადაიყვანდნენ, არანაირი სამკურნალო შესაძლებლობები იქ არ არსებობდა, მაგრამ თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საათობრივად აკეთებს განცხადებებს. დიახაც, რომ არა ეს არაძალადობრივი ბრძოლა, მერწმუნეთ, არც ერთი განცხადება არ გაკეთდებოდა. ქართულ ოცნებას უნდოდა ჩავეთრიეთ ძალადობრივ პროცესებში და მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში თავი აქვს მოჭრილი ქართულ ოცნებას და ოლიგარქს აღარაფერი დარჩა, გარდა თოფიანი ადამიანებისა, ისინი ეძებდნენ საბაბს, როგორ გამოეყენებიათ ძალა და ჩაეხშოთ პროტესტი და უმძიმეს პირობებში ემყოფებინათ ამ ყველაფრის შემდეგ სააკაშვილი. მადლობა, რომ არ აყევით რეჟიმს ძალადობრივ პროცესებში და სისხლი არ დავარღვევინეთ. რუსული ოცნება მორიგ ჯერზე არ ავუხდინეთ, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო სისხლიან დაპირისპირებას. ამას გეგმავდნენ, ხალხო. დრო მათ საწინააღმდეგო მუშაობს. სააკაშვილი სიცოცხლე მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მადლობა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და მტკივნეული დღეები სწორად გავიარეთ და არ მივეცით შესაძლებლობა სისხლი დაეღვარათ და მერე ეთქვათ, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ, ჩაეხშოთ ყველა პროტესტი, აეკრძალეთ ყველა დეპუტატისთვის სააკაშვილთან შესვლა, არც პირად ექიმს შეუშვებდნენ და სააკაშვილი იქნებოდა დაუცველი. ეს ყველაფერი სამჯერ ავიცილეთ ხალხო, სამჯერ და მადლობა თქვენ ამისთვის. ისიც იცოდნენ რას ვაპირებდით დღეს, ესეც არაძალადობრივი იქნებოდა, მაგრამ ბევრად მწვავე, ისეთი მწვავე, რომელიც ამ ქვეყანას 33 წელია არ უნახავს. ის, რასაც ჩვენ დღეს გავაკეთებდით, არ უნახავს ამ ქვეყანას, არაძალდობრივი პროტესტი.

ახლა ჩვენი მეგობრები არიან შესული სააკაშვილთან, უნდა დაველოდოთ მის პასუხს, დარწმუნებული ვარ, მისი პოზიცია იქნება სწორი. მისი სიცოცხლე რომ დაკავშირებულია ამ ქვეყნის სტაბილურობასთან, ცხადია, უნდა დაველოდოთ, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ. დავრწმუნდეთ, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მერე სხვა გეგმებზე ვისაუბრებთ. ახლა ეკა ხერხეულიძეა შესული მასთან, გამოვა და გაგაცნობთ მის პოზიციას.”

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved