• რეკლამა
  • კონტაქტი
05:30, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სირცხვილია, პოლიციის დისკრედიტაცია ჟორიკა რურუას გამო, იმ რურუას ვისი „საგმირო საქმეებიც“ მთელმა ქვეყანამ ზეპირად იცის – ზურაბ ქადაგიძე

ალია ავტორი - ალია
15:59 04-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გაქცეულმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშა სააკაშვილმა ბრძანა, ყველა პოლიციელსა და სპეცრაზმელს სახლში უნდა ვესტუმროთო. 48 მილიონის ქურდმა უგულავამ – სამარცხვინო ბოძებზე გავაკრავთ მათ ფოტოებსო… და აჰა…. ვინმე ბაჩო დოლიძე, „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე აქვეყნებს სამართალდამცველების ფოტოებს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ადანაშაულებს უკანონო ქმედებაში.

მე ვეკითხები მას: სამართლებრივად: 1) ირღვევა თუ არა პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმცია; 2) მოქმედი ოპერატიული მუშაკის იდენტიფიკაცია, სამართლებრივი ახსნის გარეშე არის თუ არა დანაშაული? მორალურად კი; 1) ყველა ამ პოლიციელს ოჯახი ჰყავს და არავის აქვს უფლება ახლობელი ადამიანების ფსიქიკაზე იმოქმედოს; 2)ამ პიროვნებებს საკუთარი კარიერა გააჩნიათ და არავის აქვს უფლება პოლიტიკური თუ მერკანტილური გამორჩენის მიზნით მიაყენოს მათ რეპუტაციული ზიანი.

თუმცა, „ნაციონალური მოძრაობისათვის”, სამართალი და მორალი ისე შორსაა ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. ყველაზე პარადოქსული კი ის გახლავთ, რომ ბაჩო დოლიძე ამას კრიმინალ ჟორიკა რურუას „გასაპრავებლად“ წერს. მართლა სირცხვილია, პოლიციის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად აკეთებდე, თან იმ ჟორიკა რურუასი, ვისი „საგმირო საქმეებიც“ მთელმა ქვეყანამ, დიდი ხანია, ზეპირად იცის.

P.S მთლიან პოსტს სპეციალურად არ ვაზიარებ, სადაც აღნიშნული პოლიციელების ფოტოებია. ხელი შეგნებულად არ უნდა შევუწყოთ იმ უმსგავსობის ტირაჟირებას, რასაც ნაციონალური მოძრაობა შეგნებულად და მიზანმიმართულად აკეთებს“

თეგები: გიორგი რურუაზურაბ ქადაგიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved