სტამბულიდან სინგაპურში მიმავალ თვითმფრინავის მგზავრს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „Chanel news asia“-ზე დაყრდნობით თურქული მედია ავრცელებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ინფიცირებული.
მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სინგაპური-სტამბოლის რეისის ყველა მგზავრი კარანტინში გადაიყვანეს. გამოცემის ცნობით, ინფორმაცია სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა.
კომენტარები