• რეკლამა
  • კონტაქტი
19:10, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სინდისის პატიმრებისა და მათი მშობლების განცხადება

ალია ავტორი - ალია
21:12 05-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
368

“მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ანაწევრებდეს პროტესტს ან იწვევდეს გაურკვევლობას, ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებს და ემსახურება მტრის ინტერესებს” – ამის შესახებ სინდისის პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

ოთხ კედელში უკანონოდ გამომწყვდეული მოქალაქეები ყურადღებას ქუჩის პროტესტის მნიშვნელობაზე ამახვილებენ და ფიქრობენ, რომ 26 მაისი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლმა ადამიანებმა საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერონ.

“უსაზღვროა ჩვენი მადლიერება პროტესტის ყველა იმ მონაწილის მიმართ, ვინც ვერაფრის დიდებით გატეხა რეჟიმმა, ძალადობის, დაშინების, ზეწოლის, რეპრესიებისა და ფიზიკური განადგურების რისკის მიუხედავად” – აღნიშნავენ რეჟიმის ტყვეები, რომლებიც მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდებენ.

პირველ რიგში, უდიდეს მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის.

უსაზღვროა ჩვენი მადლიერება პროტესტის ყველა იმ მონაწილის მიმართ, ვინც ვერაფრის დიდებით გატეხა რეჟიმმა, ძალადობის, დაშინების, ზეწოლის, რეპრესიებისა და ფიზიკური განადგურების რისკის მიუხედავად.

მართალია, ბიჭებმა ერთმანეთი მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიცნეს, სასამართლო სხდომის დარბაზებსა და ციხის საკნებში, მაგრამ უპირობოა მათი პატივისცემა, თანადგომა და სიყვარული ერთმანეთის მიმართ.

სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება ანაწევრებდეს პროტესტს ან იწვევდეს გაურკვევლობას, ეწინააღმდეგება ჩვენს მიზნებს და ემსახურება მტრის ინტერესებს.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და სურვილი, კი, ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებაა, სადაც სამართლიანი სასამართლო უზრუნველყოფილი იქნება განურჩევლად ყველასთვის.

ჩვენი ამ სურვილებისა და მიზნების გასაჟღერებლად, შესანიშნავ დღედ მიგვაჩნია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი.

გახსოვდეთ, ჩვენი წარმატების ფორმულა, ჩვენს გერბზეა დატანილი – ძალა ერთობაშია.” – წერია განცხადებაში. 

ვინ დაწერა წერილი, რომელსაც სკანდალი მოჰყვა? – რა უთხრეს საპატიმროში ბორის ყურუას?

თეგები: სინდისის პატიმრები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved