• რეკლამა
  • კონტაქტი
23:41, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სინდისის პატიმრების პროცესი – მოწმემ იმ ადამიანის ამოცნობა ვერ მოახერხა, “ვინც მას აქციაზე ქვა ესროლა“

ალია ავტორი - ალია
17:45 05-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
308

სინდისის პატიმრების პროცესი – სასამართლოში მიყვანილი კიდევ ერთი მოწმე ვერ ახერხებს ბრალდებულების ამოცნობას და ვერ ასახელებს იმ ადამიანს, ვინც მას აქციაზე “ქვა ესროლა”, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, საბა ნაბახტეველი, გამოძიების მტკიცებით, 28 ნოემბერს აქციაზე დაზიანდა და სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანა.

ნაბახტეველი 1 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას სასამართლოს, თუმცა, ვერცერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ვერ თქვა, რომ რაიმე სახის პრეტენზია აქვს.

მე გამაჩნია პრეტენზია იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მომაყენა ზიანი და დამაზარალა, მესროლა ქვა. ბრალდებულებს არ ვიცნობ”,- თქვა ნაბახტეველმა პროცესზე.

მოგვიანებით, პოლიციელმა სხდომათა დარბაზი ისე დატოვა, რომ მასთან კითხვების დასმის შესაძლებლობა ბრალდებულებსა და ადვოკატების ნაწილს არ მიეცათ. ამის გამო, ადოკატები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილებას ითხოვდნენ. თუმცა, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა გალუსტაშვილმა და განმარტა, რომ ის ბრალდებულებს არანაირი ფორმით არ ზღუდავს, დღევანდელი სხდომის დრო კი წინასწარ იყო განსაზღვრული.

სიტყვით ისარგებლა სინდისის პატიმარმა, რევაზ კიკნაძემ. მისი განცხადებით, მოწმე პოლიციელთან კითხვები მასაც ჰქონდა, თუმცა, ამის საშუალება მას არ მიეცა.

ჩვენ სწრაფი მართლმსაჯულება არ გვინდა, ჩვენ სამართლიანი მართლმსაჯულება გვინდა. მოწმე ისეთ რაღაცებს ამბობს, კითხვები გვიჩნდება და პასუხებიც გვინდა ხოლმე. თუ სწრაფად გინდათ დასრულება პროცესების, ერთნაირ მოწმეებს ნუ მოიყვანთ. ისეთი მოწმეები მოგყავთ, რომელიც ჩვენ არ გვეხება და ისეთი მოწმეები მოიყვანეთ, ვისაც ჩვენთან გადაკვეთა ექნება. სიეთი მოწმეები შეამცირეთ, რომლის აქ ყოფნასაც აზრი არ აქვს”, – განაცხადა კიკნაძემ.

დღეს საქალაქო სასამართლოში კიდევ 2 მოწმე დაიკითხება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.(ტვპირველი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved