• რეკლამა
  • კონტაქტი
06:12, ორშაბათი, 6 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სინამდვილეში, რას ემსახურება სააკაშვილის შემოყვანა საქართველოში?

ალია ავტორი - ალია
03:23 11-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ირინე გოგოსაშვილი

სინამდვილეში რას ემსახურება სააკაშვილის შემოყვანა საქართველოში? სააკაშვილი ხომ ბუნებით მხდალი, ჰალსტუღიჭამია და ცხვირით მიწის მხვნელი ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც გააცოცხლა, საბჭოური ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და მეტიც, ახალგორის რაიონიც ხურდაში მიაყოლა?

სწორედ სააკაშვილმა  და მის დაქვემდებარებაში მყოფმა საქართველოს პარლამენტმა დააკანონა  ტერმინი ,,ზემო აფხაზეთი“ და მოგვიანებით დალის ხეობა ისე ჩააბარა რუსებს, ტყვიაც არ გავარდნილა, მიუხედავად იქ არსებული შეიარაღებისა და ცოცხალი სამხედრო  ძალის არსებობისა!!!

ამ გამიზნულმა ღალატმა განაპირობა ის, რომ საქართველომ ტერიტორიების კიდევ  22% დაკარგა, რომელსაც სააკაშვილმა ,,ქვების გროვა“ უწოდა!!!

იქამდე კი იყო 2003 წლის 23 ნოემბერი……დღე ვარდების რევოლუციად მონათლული, სინამდვილეში კი ხელისუფლების ხავერდოვნად გადაცემის ნათელი მაგალითი!!!

კარგად გავიხსენოთ, ვინ სტუმრობდა იმ დროს საქართველოს და ვინ ედგა გვერდით სააკაშვილს გამარჯვების ზეიმზე?

რასაკვირველია რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ივანოვი და არსად სჩანდა ამერიკის იმჟამინდელი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი, რომელიც მოგვიანებით სწორედ რუსეთში დაინიშნა ამერიკის ელჩად!!! (როგორი შემთხვევითობაა, არააა?)

სააკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტიც, სწორედ რუსეთში განხორციელდა და ეს მაშინ, როცა ყველას არწმუნებდნენ – მიშა ხელისუფლებაში ამერიკის ხელშეწყობით მოვიდა, დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსია და იმიტომო!!!

რუსული პრესა აღფრთოვანებული წერდა მასზე, მეტიც გაზეთი ,,იზვესტია“, 2004 წლის თებერვალში სააკაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც  საქართველოს პრეზიდენტს ცაში აჰყავს ვლადიმერ პუტინი და შემდეგი დითირამბებით მოიხსენიებს:

,,რასაც დამპირდა შეასრულა, ის სიტყვის კაცია!!“ მოსკოვი ერთადერთი ქალაქია, სადაც თავს ყველაზე კომპორტულად და დაცულად ვგრძნობ!!“ ვლადიმირ ვლადიმეროვიჩს სანდომიანი თვალები და ვაჟკაცური მზერა აქვს, ის მსოფლიო ლიდერია“ და ა.შ, ა.შ…..

,,დასავლეთის  მიერ“ გაპრეზიდენტებულ მიშა სააკაშვილი, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იწყებს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას და ჯერ ერთადერთი ამერიკული ინვესტიცია ,,თელასი“ მოაშთო – რუსებს მიჰყიდა, ხოლო შემდგომ ერთიმეორის მიყოლებით ყველა ის მსხვილი ბიზნესი გადაულოცა რუსებს, რომელსაც მარტივად-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები ჰქვია,  რომლებიც დღემდე არსებობენ საქართველოში და ჩვენით უფრო მეტად მდიდრდებიან!!!

რომ არა რუსეთის ფაქტორი და მფარველობა, შესაძლოა, სააკაშვილი უკრაინაში კი არა, ქართულ პენიტენციალურ დაწესებულებაში 9 წლის წინ შესულიყო, ოღონდაც  არა  იმ ბრალდებებით რომელიც დღეს აქვს წაყენებული, არამედ უფრო მძიმე სისხლის სამართლის მუხლებით!!!

სააკაშვილი საქართველოში მყარი გარანტიების გარეშე არ შემოვიდოდა და ეს გარანტიები მას რუსეთმა და საქართველოს ხელისუფლებამ ერთდროულად მისცეს!!

მერე, რა რომ დააპატიმრეს? ციხეს 2 კარი აქვს!!! მერე რა, რომ ლაითად შიმშილობს? ჯანმრთელობისთვისაც კარგია და უფრო ყოჩაღად იქნება!!!

მაგრამ „ქართულ ოცნებას“ რატომ უნდა აწყობდეს ნაცების მომძლავრება არამხოლოდ თავის პარლამენტში და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებსა თუ სახელმწიფო სტრუქტურებში, არამედ მათთვის ქუჩის მრავალრიცხოვანი აქციებისთვის ,,პადაჩის ასაწევად“?!

საქმე იმაშია და არავინ აქცევს ყურადღებას ახალ გეოპოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა გააჟღერა და რუსეთ ირანმაც კვერი დაუკრა – დაიწყეთ, თვენთან ვართო!!!

,,ქართული ოცნება“ რომელიც იმაზე მეტად უფრო უუნაროა, ვიდრე ეს ჩვენ გგვგონია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  რუსეთის სამხრეთით პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბოს, რის შემდეგაც თავად მოიხსნის პასუხისმგებლობას და დიდი ალბათობით ნაციონალურ მოძრაობას შემოაბრუნებს პოლიტიკურ ველზე, რათა რუსებისთვის სასარგებლო პოლიტიკურმა ძალამ ისეთი ბუფერი შექმნას რუსეთის სამხრეთით, სადაც დასავლური პოლიტიკა და ინტერესები ცხვირსაც ვერ შემოჰყოფს!

ამის დასტურია ის განცხადებები, რომელსაც ვიმეორებ – არად აგდებს ბევრი, არადა გახსენებად ნამდვილად ღირს….

2020 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020″-ის გახსნის ცერემონიაზე, ყარაბაღის კონფლიქტზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას „კავკასიური პლატფორმა” ახსენა.

„მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება დამოკიდებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა – ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში …. და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 21 დეკემბერს!!!.

აღსანიშნავია, რომ  თურქეთის პრეზიდეტმა  „კავკასიური  პლატფორმის” ინიციატივა , რომელსაც 3+3-ად მოიხსენიებენ,  2020 წლის 10 დეკემბერს გააჟღერა, რასაც მალევე აჰყვა საქართველოს პრეზიდენტი, რასაკვირველია საქართველოს ხილულ თუ უხილავ  მმართველთა კარნახით!!!

საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის მხრიდან Twitter-ზე მწვავე და  კრიტიკული შეფასება მოჰყვა.

„რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს რუსეთისა და ირანისთვის მხარდაჭერას მეტად ჩაერიონ რეგიონის საქმეებში?”, – დაწერა იან კელმა სოციალურ ქსელში!

3+ 3 რეგიონული პლატფორმა კი ასეთია.

1. თურქეთი

2. რუსეთი

3. ირანი

4. აზერბაიჯანი

5.სომხეთი

6. საქართველო

ამ პლატფორმისადმი თანხმობა და აუცილებლობა ზემოთხსენებულმა ქვეყნებმა უკვე ოფიციალურად დაადსტურეს!!!

მხოლოდ საქართველო სდუმს და ამ დუმილში შემოჰყავთ  საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა, როგორც ეტყობა, ყველა სურვილი ჯერ ვერ აუსრულა!!!

თეგები: ირინე გოგოსაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
ბიზნესი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

14:57 02-01-2023
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

14:44 02-01-2023
საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები
ბიზნესი

საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები

14:15 02-01-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved