• რეკლამა
  • კონტაქტი
06:54, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ ადამიანებს „დელტა შტამისგან“ ვერ იცავენ“ – ტიკარაძე

ალია ავტორი - ალია
12:35 06-28-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ შესახებ, რომ მას თითქოს არ შეუძლია ადამიანები კორონავირუსის დელტა, ე.წ. ინდური შტამისგან დაიცვას, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ვერ იცავენ მოქალაქეებს დელტა შტამისგან, ეს არ არის სიმართლე, ვინაიდან სხვა ვაქცინებთან მიმართებით გარკვეული კითხვები მეცნიერებს გააჩნიათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთხელ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას იმისათვის, რომ ისინი დაცულები იყვნენ.

ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანცირებას, ნიღბის ტარებას და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვას, რომელიც პირველივე დღიდან იყო მოწოდებული“, – აცხადებს ტიკარაძე.

რასაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, მინისტრის თქმით, ის ივლისში დაიწყება.

„მესამე კვარტალში დაანონსებული იყო მასობრივი ვაქცინაცია, სწორედ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ როგორც რეგიონულად, ასევე, თბილისში დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია. ამავდროულად ვაქცინაციის პროცესში გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებები, რომელიც აისახა სხვადასხვა კლინიკისადმი სანდოობით, ასევე, მობილობით რეგიონებში და დედაქალაქში.

ამან ჩვენ მოგვცა დამატებით იმის მინიშნება, რომ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დედაქალაქში გაიზარდოს ვაქცინაციის მოცულობა, რისთვისაც ჩვენ, ასევე, მზად ვართ. შემდეგ კვირას ვაქცინების გარკვეული მოცულობა გვექნება“, – დასძინა მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved