• რეკლამა
  • კონტაქტი
14:05, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიმართლე პანდემიაზე – ​ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს, ვთქვათ პირდაპირ” – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
15:38 11-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

​ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია:

„სიმართლე პანდემიაზე – ​ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ: პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას- წავაგეთ! ვერ ვაშენებთ იმ სიმაღლის ზღუდეს (აცრილთა პროცენტს ვგულისხმობ), რომ თავი სრულად დავიცვათ. რაც შევქმენით კი შეაკავებს მტერს ნაწილობრივ, მაგრამ არასრულფასოვნად. წავაგეთ არა მე, არა ნებისმიერმა პასუხისმგებელმა მოქალაქემ, არა გამყრელიძემ ან მთავრობამ, წააგო ქვეყანამ და წააგო გაუნათლებლობის, უმეცრების, სიბნელის, უბრალოდ- რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო!

ჩემმა სათაყვანებელმა ქვეყანამ, რომლის განათლებულობითაც, თუნდაც 3 ათეული წლის წინ ისე ვამაყობდი, რომ მზად ვიყავი ნებისმიერ ქვეყანას შევდარებოდი! განათლებაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ტესტი ვერ ჩავაბარეთ… კი ბატონო, კარგია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გავცდით ადამიანის უფლებების ჩარჩოებს, მაგრამ ვერც ალტერნატიული ეფექტური მოტივატორები მოინახა. არც ლოტომ უშველა და ვერც კარდაკარ სიარული შველის. ჩემთვის მიუღებელია ასეთი შედარება, რომელსაც ხშირად ჩემი მეგობრებიც იყენებენ- „ის მთავრობა რომ ყოფილიყო, ეს ლიდერი რომ ყოფილიყო ყველანი 3-3ჯერ ვიქნებოდით აცრილები!!” . ასეთი შედარება ჩემთვის ერთ საერთო ნიშნულამდე მიდის- “სტალინი რომ ყოფილიყო”-მდე. წარმოვიდგენ რა მეთოდებითაც ვიქნებოდით სამ-სამჯერ აცრილები და ამის მთქმელი მეგობრებისგან განსხვავებით, კმაყოფილების ნაცვლად მზარავს!

მოკლედ დასკვნა ასეთია: დემოკრატიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის განათლება-სირეგვენის მაჩვენებელი ისეთია, როგორიც პროცენტებში გამოისახა..

რა არის ბრძოლის მეორე ეტაპი? რა ახალი რედუტებია მტერთან საბრძოლველად? ესაა მედიკამენტები, რომელსაც კაცობრიობა ნელ- ნელა იგონებს და წლის ბოლომდე სხვადასხვა მოქმედების იქნება წარმოდგენილი. ახლავე ვამბობ: ​მედიკამენტები იქნება დეფიციტური მთელი მსოფლიოსთვის და საშინლად ძვირი! ახლაც ვხმარობთ ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ გარკვეულ მედიკამენტებს, რომელიც ერთი სრულყოფილი გადასხმა (წონის გათვალისწინებით) 7-8 ათასი ლარი ჯდება. ქვეყანამ დონაციით შემოიტანა ტაბლეტური, შედარებით ცოტა სუსტი სხვა მედიკამენტი, რომელსაც ასევე სტაციონარულად ვიყენებთ და კურსი 7 ათას დოლარამდე უჯდება ქვეყანას. შემოვა მონოკლონური ანტისხეულების შემცველი მედიკამენტები, რომელთა მიღება ამბულატორიულად შეიძლება და ერთ კურსს უცხოელი ფარმკომპანიები 5-6 ათას დოლარზე ნაკლებად არ გაყიდიან. წლის ბოლოსთვის კი ანტივირუსული მედიკამენტიც უნდა იყოს, რომლის ფასიც ალბათ ამ რეესტრში, ანუ რიგითი მოქალაქისთვის მიუწვდომელი იქნება!

რაში ადარდებს ფასი უპასუხისმგებლო ობივატელს??! „კეთილი ინებოს და სახელმწიფომ იზრუნოს, მეკუთვნის!” არანაირი განცდა იმისა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, რომ ასე უყაირათოდ დახარჯული ფული ჩვენს შვილებს ან ჩვენს მშობლებს,თუნდაც ჩვენ გვაკლდება არაა! ის რაც სსრკ-ს დროს შეიძლება გამართლებული იყო- „დიდი ამბავი, თუ რუსეთის ფინანსებს გამოვჭამთ”, საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში მავნებლობაა. „რატომაა ქვეყნის მიერ წამლების ყიდვა უყაირათობა?”- იკითხავს რეგვენი ანტივაქსერი. იმიტომ, რომ ბევრად უფრო იაფად და ურისკოდ შეიძლებოდა დაავადების თავიდან აცილება! ახლა ამ ძვირფასმა წამლებმაც შეიძლება არ გვიშველოს. მე არ მინახავს არცერთი აუცრელი მძიმე ავადმყოფი, რომელიც ჩაუკირკიტებდა ამ საკმაოდ მძიმე მედიკამენტების ანოტაციას და წარმოშობას- ვინ დაეძებს, ოღონდ იყოს! მაშინ, როცა ვაქცინების მოლეკულურ დონეზე ანალიზს ითხოვენ. ეს მედიკამენტები არაა ახალი შექმნილი, ასე რომ ენდობით? თუ გგონიათ, რომ მედიკამენტის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ვაქცინის და იგივე დროში შექმნილი ვაქცინა არ ინდობა?

ჩვენს დაუცველობას ემატება უახლოეს სამეზობლოში კატასტროფული ეპიდსიტუაცია, ახალი შტამები.. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში გადმოვა ეს მდგომარეობა ჩვენთან იმ ქვეყნიდან, სადაც მილიონამდე ჩვენი ნათესავ მეგობარია? არაფერს ვამბობ ტურიზმზე, რომელიც ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის ძირითადი საარსებო წყაროა”

თეგები: დავით გადელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved