• რეკლამა
  • კონტაქტი
11:07, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიმართლე მწარეა… დეპუტატობაა თქვენი მთავარი მიზანი” – კობა ხაბაზი ოპოზიციას

ალია ავტორი - ალია
16:33 10-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,548

პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი:

ვიცი, რომ სიმართლე მწარეა.
იქნებ გაჩუმება სჯობს, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს?
ქართული ანდაზაა “ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”, მაგრამ როგორ ავწონოთ თქმა სჯობს თუ არა-თქმა?
არა და საფრთხე, რომელსაც ვგრძნობ, ჩვენს სამშობლოს ემუქრება!
ხომ უნდა მოხერხება არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მოძრაობის ორგანიზებაში ის გახადო საყრდენი, ვინც ტოტალური გაყალბებით გაპრეზიდენტდა.
ხომ უნდა მოხერხება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ მაკოორდინირებლად ის აქციო, ვისაც პირდაპირ სდებდი ბრალს, რომ პრეზიდენტად პუტინის დავალებითაა დანიშნული.
ნუთუ ასე ძნელი იყო რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომა და ხმის დასაცავად კოორდინირებული მოქმედების დაგეგმვა?
ნუთუ ასე ძნელი იყო სხვადასხვა პარტიების რესურსების შეჯერება და საქართველოს დასაცავად მოძრაობის ფორმირება?
ცოტა უტრირებულად ვამბობ, მაგრამ წარმოიდგინეთ: დასრულდა არჩევნები, დადგა ტრიბუნასთან ცეესკოს თავმჯდომარე და ურცხვად გამოაცხადა რომ ოცნებამ აიღო 60 პროცენტიო, რას ვაკეთებთ? ცრუ პრეზიდენტ მადამ ზურაბიშვილის იმედზე ვართ?
ნუთუ ასე ძნელი იყო პროდასავლური პარტიების ლიდერები დამდგარიყავით ერთად ტრიბუნასთან და საერთო ინიციატივის სახით გამოგეცხადებინათ მოძრაობის დაწყება, რომელშიც პარტიებთან ერთად გაერთიანდებოდნენ არასამთავრობო სექტორი, სტუდენტები და სოციალურად აქტიური ადამიანები?
იქნებ ყველაფრის თავი და თავი არის ის, რომ დეპუტატობაა თქვენი მთავარი მიზანი და არა საქართველო?
არა ერთხელ ვთქვი, რომ არც პარლამენტარობა მაინტერესებს და არც რაიმე თანამდებობა, ამ მოძრაობაში კი სიამოვნებით ჩავერთვებოდი მთელი გულით.
სქემაც, სტრუქტურაც, მუშაობის პრინციპებიც მოფიქრებული მქონდა…
ვერა ბატონებო, მე ვერ მივიღებ “სალომე გამაერთიანებლის” დროშის ქვეშ მოძრაობაში მონაწილეობას, არ მჯერა, უფრო მეტიც, რუსული სპეცოპერაციის ალტერნატიული ვარიანტი მგონია და რაც არ მჯერა, ის საქმე არასდროს მიკეთებია.

“ორიოდე სიტყვა სიებზე – ჭუჭყიანი ხელებით ჭუჭყს ვერ ჩამოიწმენდ” – კობა ხაბაზი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved