• რეკლამა
  • კონტაქტი
10:28, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სიხარულის ყურება მიყვარს, განსაკუთრებით ბავშვების. გვარამიას ხუჭუჭა შვილის სიხარულმა გამახარა“ – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
10:38 06-23-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
754

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„სიხარულის ყურება მიყვარს, განსაკუთრებით ბავშვების. გვარამიას ხუჭუჭა შვილის სიხარულმა გამახარა. ბიჭები თან მოუქნელები რომ არიან ჩახუტებაში და საჯარო ჩახუტებამ მოუწია. დანარჩენი ტალახის ზელა, რაც სოცქსელში, სხეულებრივი დასწრების გარეშე უბარიეროდ იღვრება, მინდა მალე გაილიოს. ერთი მხრიდან პრეზიდენტის უბინძურესი ლანძღვა, მეორე მხრიდან გაავებული ნიშნისმოგება.
ყველა მხარემ რომ შეძლოს ემოციის გარეშე ფაქტის აღქმა, რაღაცას, ყველასთვის სასარგებლოს, უფრო ჯანსაღად მივიღებდით. შეწყალების ეს ფაქტი ყველა ჩვენგანისთვის კარგია, რადგან როგორც ქვეყანას, მომავალი ერთი გვაქვს, რომელსაც ან ვიზეიმებთ, ან ერთად დაგვენგრევა და უკან დაგვრჩება ჩვენი წვრილმანი ეგოების ბრახაბრუხი.
შორიდან ემოციის გარეშე ხედავენ ფაქტებს და “ოპოზიციური არხის დირექტორი მანქანაში ცოლის ჩასმის გამო დააპატიმრეს” – არანორმალურად წარმოგვაჩენდა.
წვრილმანია ყველა სუბიექტური გრძნობა იმასთან შედარებით, რომ ჩვენ ახლა, ისტორიის ამ გზაჯვარედინზე უკეთეს მომავალში უნდა ჩავდგათ ფეხი.
პოლიტპატიმრის შეწყალება, ის, რომ სასამართლომ უსამართლოდ სამსახურიდან გაშვებული ხალხის მხარე დაიჭირა და სხვა, ყველა, თუნდაც მცირე წვრილმანის შეკრება, შეგროვება, რაც წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს, უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ამოცანა მთავარი მიზნისთვის, მიუხედავად იმისა, ვის ვინ მოსწონს და ვის ვინ სძულს. საკუთარი მომავალის ვინმეს ჯინაზე ნგრევა ყველაზე კომიკურია ჩვენს ნაკლებსაამაყო ეროვნულ თვისებათა შორის.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved