• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სიბინძურე სკოლებში – “ბავშვები ცდილობენ არ გამოიყენონ საპირფარეშოები” – კვლევის საგანგაშო შედეგები

ალია ავტორი - ალია
23:21 12-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
336

სკოლების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ მშობელთა აზრის შესწავლის
მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ (P4E) online გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 1030-მა მშობელმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, თბილისში, სხვა დიდ ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებმა პირებმა.

გამოკითხვის ჩატარების საფუძველი გახდა მშობელთა მაღალი მიმართვიანობა. გასული ერთი წლის განმავლობაში მშობელთა ასოციაციას არაერთი მშობელი დაუკავშირდა, რომელიც წუხილს გამოთქვამდა მისი შვილის სკოლაში არსებული ბინძური გარემოს გამო. სკოლებში სისუფთავის დაცვის პრობლემამ ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა 2023 წლის ივლისში გამოცემულ პუბლიკაციაში „სასკოლო გამოწვევები“, რომლის შედგენაში 800 მშობელი იყო ჩართული. სკოლებში ანტისანიტარიაზე წლებია მიუთითებს სახალხო დამცველის ანგარიშები, რომლის მიხედვითაც სკოლის სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, რაც საფრთხეს უქმნის მოსწავლეების ჯანმრთელობას და აფერხებს ბავშვთა განვითარებას.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა მშობლების ნაწილი საგანგაშოდ აფასებს  სკოლის შენობებში სისუფთავის დაცვის მაჩვენებელს. მათი ინფორმაციით, სკოლებს არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობით დამლაგებლები, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ არ ჰყავთ დამლაგებელი. ასეთ სკოლებს მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ალაგებენ.

მშობლები ამბობენ, რომ დაბალი ხელფასის გამო სკოლას უჭირს მოიზიდოს და შეინარჩუნოს თანამშრომლები დამლაგებლის პოზიციაზე.

მშობლები სკოლაში ყველაზე დაბინძურებულ წერტილად საპირფარეშოს მიიჩნევენ.

  • გამოკითხულთა 85% ამბობს, რომ სკოლის საპირფარეშოში უსიამოვნო სუნი დგას.
  • გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ სკოლის საპირფარეშო „უმეტესად დაბინძურებულია“.
  • გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ მისი შვილის საპირფარეშოში კარი არ იკეტება, რადგან არ აქვს საკეტი ან დაზიანებულია.
  • გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ მათი შვილის სკოლის საპირფარეშოში ხან საპონი არ არის და ხან ქაღალდი. დამატებით 17% კი აცხადებს, რომ არც საპონია და არც ქაღალდი.
  • გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ მისი შვილი ცდილობს არ გამოიყენოს სკოლის საპირფარეშო, ხოლო 4,5% ამბობს, რომ მათი შვილები არასოდეს სარგებლობენ სკოლის საპირფარეშოთი.

მშობლების ცნობით,  პრობლემური საკითხია საკლასო ოთახების სველი წესით დალაგებაც. გამოკითხულთა მხოლოდ 17% ამბობს, რომ საკლასო ოთახის სველი წესით დასუფთავება ყოველდღიურად ხდება. სხვათა მოსაზრებით ოთახები კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იწმინდება. მშობლების 20% ამბობს, რომ თვითონაც მიუღია მონაწილეობა სკოლის დასუფთავებაში. 14%-ს დაუდია თანხა იმისთვის, რომ დამატებით გადაეხადათ სკოლის დამლაგებლისთვის ან დაექირავებინათ გარეშე პირი საკლასო ოთახის დასალაგებლად. 12% მიუღია მონაწილეობა ფულის შეგროვებაში, რათა შეეძინათ საპირფარეშოს ქაღალდი და ჰიგიენის დაცვის სხვა საშუალებები სკოლაში მისატანად. ხოლო 6%-ს თავად მიუტანია სკოლაში საპირფარეშოს ქაღალდი და სველი ხელსახოცები.

მოსწავლეთა მშობლები ფიქრობენ, რომ განათლების მინისტრის მიერ სკოლის ტექნიკური პერსონალისთვის დაანონსებული ხელფასების 10%-30%-ანი ზრდა მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდებს სკოლებში ანტისანიტარიის აღმოხვრაზე.

  • მშობლები, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ გააორმაგოს დამლაგებლების ანაზღაურება და მათი საშტატო ერთეული სკოლებში, რათა შესაძლებელი გახდეს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და შეიქმნას ბავშვების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.

  • გამოკითხული მშობლები საჭიროდ თვლიან, შეიქმნას სკოლის სანიტარიული კვანძების,საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზების და სხვა სივრცეების დასუფთავებისპროტოკოლი, რომელიც მკაცრად იქნება დაცული ყველა სკოლაში.

  • გამოკითხული მშობლები გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევენ სასკოლო სივრცეშიბავშვებისთვის ჰიგიენის ნორმების დაცვის სწავლებას, ასევე, ინფრასტრუქტურის დარესურსების მოფრთხილების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილებას. ამასთან,მშობლები მზადყოფნას გამოთქვამენ თავისი წვლილი შეიტანონ მოსწავლეთაცნობიერების ამაღლების საქმეში.

გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

გამოკითხვის შედეგები სრულად ბმულზე 

თეგები: განათლების სამინისტრო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved