• რეკლამა
  • კონტაქტი
07:15, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი – „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია

ალია ავტორი - ალია
16:08 08-07-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. ალტერნატიული არხების განვითარების პროექტები ლიბერთიმ უმოკლეს დროში განახორციელა, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ინოვაციური და ტექნოლოგიურად განვითარებული მომსახურება, რითაც მაქსიმალურად შემცირდა ბანკში ვიზიტის საჭიროება. 

ერთ-ერთი მთავარი მომსახურება NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატებია. საქართველოს ბაზარზე უალტერნატივო და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბანკომატი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს არამხოლოდ სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით ისარგებლოს, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე.

2020 წლის ზაფხულში Cash-In | Cash-Out ბანკომატებში ორი ახალი სერვისი დაინერგა:

  • ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ
  • 30 000 ლარამდე თანხის შეტანა ლიბერთის ბიზნეს ბარათების მფლობელებისთვის

ვალუტის უბარათო კონვერტაციის სერვისი საქართველოს ბაზარზე უნიკალურია და სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, საბანკო ბარათის გარეშე, დღის ნებისმიერ დროს.

ფუნქციონალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას 3000 ლარამდე (ექვივალენტი დოლარში, ან ევროში) ბანკომატიდან დააკონვერტიროს  Cash-In ბანკომატიდან.

სერვისით სარგებლობა უფასოა და ამავდროულად, ნებისმიერი მომხმარებელი კონვერტაციისას მომგებიანი, სპეციალური კურსით სარგებლობს.

იურიდიული პირებისთვის 30 000 ლარამდე თანხის შეტანის ფუნქცია ბიზნესების მხარდასაჭერად დაინერგა და ლიბერთის ბიზნეს ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს შეიტანონ თანხა კომპანიის ანგარიშზე. Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე და შეტანის შემდეგ შესაძლებელია სურვილისამებრ მართვა ლიბერთის განახლებული კორპორატიული ინტერნეტ ბანკით.

„ლიბერთის ალტერნატიული არხების გუნდი სწრაფი ტემპებით ავითარებს არსებულ პროდუქტებს და ამავდროულად, ნერგავს ახალ შესაძლებლობებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. Cash-In ბანკომატების განვითარება ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია. ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა, პინ კოდის შეცვლა უბარათოდ, უბარათო კონვერტაცია, Apple Pay-ით უბარათოდ თანხის გამოტანა ის მთავარი სიახლეებია, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე დავნერგეთ. ვმუშაობთ გულით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის გამოცდილება და გავუმარტივოთ მათ  ალტერნატიული საბანკო არხების მოხმარება.“ – გიორგი ქოროღლიშვილი, ალტერნატიული პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი

ამჟამად მომხმარებლისთვის 30-მდე Cash-in/Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი – იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა

(R)

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved