ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“რას ნიშნავს რუსი “დიპლომატების” გაძევება?
ქვევით არის სია იმის შესახებ, თუ რომელმა ქვეყანამ რამდენი რუსი “დიპლომატი” გააძევა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.
სიაში სულ 345 რუსი “დიპლომატია” (რომელიც კიდევ გაიზრდება) რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან. და ეს დასავლეთში მშვენივრად იციან.
რეალურ ცხოვრებაში ეს ნიშნავს ასობით სადაზვერვო ქსელის ჩამოშლას და რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ათასობით აგენტის კონტაქტის გარეშე დატოვებას.
შესაბამისად, რუსეთი ათასობით საკუთარ აგენტს ვეღარ მისცემს დავალებებს, გაუჭირდება მათთვის თანხების გადაცემა და ვეღარ ჩაატარებს უამრავ სპეცოპერაციას, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით.”
კომენტარები