• რეკლამა
  • კონტაქტი
21:44, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სი@ობაზე რომ არ დამიჭიროთ, 6 იარაღი მაქვს გაფორმებული… აქ მოგიყვებით რას ვაპირებ” – ჯაფარიძე სუს-ს

ალია ავტორი - ალია
13:55 11-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

“გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სუს-ის განცხადებას ეხმაურება და წერს:

რომ არ იწვალოთ აქ მოგიყვებით რას ვფიქრობ და რას ვაპირებ

1. ჩემთვის ყველაფერი იწყება რეალობის გააზრებით. ბოლო ორ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი იყო ისეთი რომ შეცვალა მთავარი მოცემულობა – ვინ არის ხელისუფლებაში, ოცნება თუ რაიმე სახის ახალი კოალიცია. გაყალბებაში ვგულისხმობ ორ რამეს: ა) საარჩევნო სისტემის არ გადაყვანა სრულად პროპორციულზე მიუხედავად არაერთგზის საჯარო დაპირებისა ბ) ჩემი გადახდილი გადასახადებით, ინფლაციითა და ჩემი შვილების მიერ გადასახდელი ვალებით ხმების ყიდვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, საპატრიარქოს, ოცნებასთან დაახლოებული ‘ბიზნესებისა’ და ქურდული სამყაროს გამოყენებით. (კონკრეტულად არჩევნების პროცესში დარღვევებზე, პირადობების ჩამორთმევაზე, კარუსელებზე, ფულის დარიგებაზე და ა.შ. არ ვსაუბრობ, რადგან ზედა ორთან შედარებით ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია თავისი მასშტაბით). ამას თუ ვერ/არ ხედავ ან იდიოტი ხარ ან ტრაკი არ გაქვს სიმართლეს თვალებში ჩახედო ან შენს ინტერესებშია სტატუს ქვოს შენარჩუნება. 

2. შედეგად თავზე მაზიან ვიღაც უსინდისო ნაბი@ვრები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე ლეგიტიმაცია მართონ ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრების რაიმე ასპექტიც კი. ეს ნაბიჭვრები ყოველდღიურად ა) მართმევენ ფულს რომელსაც მე გამოვიმუშავებ (მბეგრავენ), ბ) იღებენ მილიარდობით ვალს რომელიც ჩემმა შვილება უნდა იხადონ მომავალში (თუ მანამდე არ გაიქცნენ) გ) ბეჭადვენ ფულს რის გამოც ფასები 13%-ით გაიზარდა შარშანდელთან შედარებით, დ) 1 ლარად ან ძალიან იაფად ხელში იგდებენ ჩემ წილ ქონებას რომლის უდიდესი ნაწილიც დღემდე სახელმწიფოს ხელშია, ე) ამ ჩემ ფულსა და ქონებას იყენებენ იმისათვის რომ ხელისუფლება კიდევ დიდხანს ჰქონდეთ უზურპირებული ვ) წერენ და იღებენ ათასგვარ იდიოტურ კანონებს, რომლებიც მტოვებს სიღარიბეში და არ მაძლევს ამ ჭაობიდან ამოსვლის შესაძლებლობას ზ) მისმენენ და მითვალთვალებენ ყველგან და ყოველთვის თ) ღიად უგულვებელჰყოფენ ჩემი ქვეყნის დასავლელი მეგობრების რჩევებსა და რეკომენდაციებს, და ასევე ღიად და დაუფარავად მახუტებენ რუსეთს, როგორც მმართველობის სისტემის თვალსაზრისით, ისე გეოპოლიტიკურად.

3. ამ მოცემულობაში ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქისთვის შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი მიზანი – ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და შემდეგ სისტემის ისე გარდაქმნა რომ ვერავინ ვეღარასდროს შესძლოს ძალაუფლების ასეთი მასშტაბით კონცენტრირება ერთ ხელში. ამ მიზნისკენ სვლა, ჩემი გადმოსახედიდან, ორ ნაბიჯიანია: 1) ხელისუფლების იძულება ორი მოსმენით მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები და ქვეყანა გადავიდეს სრულად პროპორციულ  საარჩევნო სისტემაზე 2%-იანი ბარიერით 2) ხელისუფლების იძულება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

4. როგორ ვაპირებ გაიძულოთ გადადგათ ეს ორი ნაბიჯი? მე არ მჯერა პროტესტის იმ ფორმების რომლებიც ბევრჯერ ნაცადია, გაცვეთილია, და რომლებთან მიმართებაშიც სისტემას, რომლის ერთერთ იარაღსაც თქვენ წარმოადგენთ, უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. არ მჯერა მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის და შეიკრიბა-დაიშალა აქციების. იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით (რასაც ყველა უნდა აკეთებდეს ვისაც ამის ტრაკი აქვს), სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება, საბოტაჟი და უზურპატორებისთვის ნერვების პერმანენტული შლა. მთელი ჩემი დროის და ენერგიის ამაზე დახარჯვას ვაპირებ. სისხლს გაგიშრობთ. 

პ.ს. აქვე, რამე სი@ობაზე რომ არ დამიჭიროთ:

1. თვეებია არ გავკარებივარ არცერთ ნარკოტიკს

2. ტარების უფლებით მაქვს გაფორმებული 6 სხვადასხვა სახის იარაღი და არაფერში მჭირდება გაუფორმებელი იარაღით მოძრაობა.”

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved