ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:
“დღეს სტუმრად მყავდა წულუკიანის მიერ გათავისუფლებული მუზეუმის თანამშრომლები. უაღრესად კომპეტენტურები, განათლებული ადამიანები, საქმის ავტორიტეტული ექსპერტები.
ისინი, ვინც მთელი ცხოვრება შესწირა საქართველოს საგანძურის მოვლა-პატრონობას და იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც ჩვენი ქვეყნის იდენტობის შენარჩუნება შეიძლება ერქვას. ეს იყო ენთუზიამი. ხელფასი რა ჰქონდათ დღეს გამოფინა წულუკიანმა.
ჩემმა შვილმა უყურა გადაცემას. იშვიათად უყურებს, მაგრამ არდადეგებია. ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ გაიგო მთავარი: მუზეუმიდან ჭკვიანი ადამიანები გაუშვეს სამსახურიდან.
მეკითხება – დე, ანუ მეც შეიძლება ვისწავლო ბევრი და მაინც დავკარგო სამსახურიო?
რა ვუპასუხო?
აი, როგორ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. საკუთარი შვილები მაინც შეიცოდონ.
რა ქვეყანას ახვედრებენ. და მე ხომ არ ვუთხრა ჩემს ბავშვს, რომ სამაგიეროდ გაშვებულთა ხელფასი დარჩენილებს მოუმატეს. მათ ვისაც ნაკლები ცოდნა აქვს, სამაგიეროდ ბევრად მეტი მორჩილება.
ეს ამბავიც დღეს გვახარა წულუკიანმა.”
კომენტარები