• რეკლამა
  • კონტაქტი
19:49, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შვილისგან მოკლული გელა კიპაროიძე სარდაფში ძმამ აღმოაჩინა – “გაოგნებული ვარ, ამის ჩადენა როგორ შეძლო”

ალია ავტორი - ალია
11:27 02-23-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

სულისშემძვრელი დანაშაული მოხდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, სადაც 17 წლის ბიჭმა მამა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. როგორც ახლობლები ამბობენ, 51 წლის მამაკაცს საწოლში ეძინა, როცა მას ესროლეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიჭმა მამის ცხედარი სახლიდან გამოათრია და ეზოში მდგარი დამხმარე შენობის სარდაფში გადამალა. თვითონ კი ორი დღის განმავლობაში იმ სახლში ცხოვრობდა, სადაც ეს საშინელი ტრაგედია დაატრიალა. იგი ნათესავებს და მეზობლებს მამის მოძებნაში დახმარებას სთხოვდა. მათ არწმუნებდა, რომ ნასვამი მამა სანადიროდ ტყეში წავიდა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა.

როგორც ჩანს, მოკლულის ძმას სახლის დათვალიერებისას არ გამოპარვია ბევრი დეტალი. მან სახლში დაიწყო ძმის ძებნა იმ დროს, როცა მისი ძმისშვილი, მეზობლებთან ერთად, მამის “მოსაძებნად” იყო წასული. მან თოვლში სისხლის წვეთები შენიშნა, ეჭვი უფრო გაუღრმავდა. ბევრი ძებნის შემდეგ უმძიმესი სურათის თვითმხილველი აღმოჩნდა – სარდაფში მოკლული ძმის ცხედარი იპოვა, ცხედარს ზევიდან  ლეიბი და თუნუქის ნაჭრები ჰქონდა დაფარებული. გელა კიპარიოძის ძმამ სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახა. ძალოვნებმა იქვე დააკავეს მოკლულის არასრულწლოვანი შვილი. 

არასრულწლოვანი ბიჭს 9 კლასის დაამთავრების შემდეგ სკოლაში აღარ უვლია. ის, რომ რთული ხასიათის მოზარდი იყო, “კვირის პალიტრასთან” ადასტურებს სოფელ ჭალის სკოლის დირექტორი გელა ჩხიტუნიძე:

“ბავშვობიდან ჯიუტი ხასიათი ჰქონდა. ცელქი ყველა ბავშვია, მაგრამ ეს თავისებური იყო. გაკვეთილზეც ცუდად იქცეოდა, ხან აცდენდა და ამის გამო მამა ბევრჯერ დაგვიბარებია სკოლაში. მამამისი მუშაობდა, წვალობდა, რომ შვილებს ნორმალური პირობები შექმნოდათ, სკოლაში რომ დავიბარებდით და საყვედურს ვეტყოდით, ძალიან ნერვიულობდა, ბუნებრივია, შვილსაც საყვედურობდა, რადგან არ უნდოდა გზა ასცდენოდა. სავარაუდოდ, ამიტომ არ იყო მამა-შვილს შორის კარგი ურთიერთობა.

გელას უფროსი ბიჭი ციხეში რომ მოხვდა, ამის მერე უფრო განიცდიდა, მეორე ვაჟს მეტად აკონტროლებდა. თავისებური ბავშვი კი იყო, მაგრამ ამ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა. გელა მშრომელი კაცი იყო. მაქსიმალურად აკეთებდა ყველაფერს შვილებისთვის. ბიჭი 9 კლასის შემდეგ სკოლიდან გავიდა, ცხონებულმა მამამისმა გვერდში დაიყენა, ერთად მუშაობდნენ, ამბობდა, მინდა, სულ გვერდში მყავდეს, მეშინია რამე შარს არ გადაეყაროსო.

უფროსი ძმა დიდი ხანია დაჭერილია, ჩვენს სოფელში არ უქურდია, სადღაც სხვაგან ჩაიდინა დანაშაული, როგორც ვიცი, ის ძალიან განიცდის საკუთარ არასწორ ნაბიჯს. რასაც ვხედავდით, მამა შეიძლება ცოტა მკაცრი, მაგრამ მზრუნველი ადამიანი იყო, გაოგნებული ვარ, ბიჭმა ამის ჩადენა როგორ შეძლო”.

კვირის პალიტრა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved