შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა შვეიცარიაში გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების უკრაინის რეკონსტრუქციისთვის მოხმარებას.
“რუსეთმა სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ამიტომ მან უნდა გამოასწოროს მიყენებული ზიანი… საერთაშორისო დისკუსიები მიმდინარეობს კომპენსაციის მექანიზმებთან დაკავშირებით და შვეიცარია მონაწილეობს თავისი ცოდნით, თავისი უნარებით და მთელი თავისი ისტორიით ამ სფეროში,” – განუცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა პარლამენტს.
ცნობილია, რომ ახლა, როდესაც შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა წინადადებას, მთავრობა შეეცდება მოიპოვოს საერთაშორისო კანონმდებლობით დაფუძნებული სამართლებრივი ბაზა, რათა გააგრძელოს სახსრების გადამისამართება.
2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შვეიცარიამ 8,8 მილიარდი დოლარის რუსული სახელმწიფო აქტივები გაყინა, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი.
კომენტარები