შვედეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას და სხვა დახმარებას გაუგზავნის.
პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის თქმით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც შვედეთი 1939 წელს, ფინეთში საბჭოთა შეჭრის შემდეგ, იარაღს გაუგზავნის კონფლიქტურ ქვეყანას.
პრემიერის ინფორმაციით, გადაზიდვები მოიცავს 5000 ტანკსაწინააღმდეგო ერთჯერადი გამოყენების გამშვებს, 5000 ცალ ჯავშანს, 5000 ჩაფხუტს და 135 000 შეკვრა მშრალ ულუფას.
კომენტარები