• რეკლამა
  • კონტაქტი
03:47, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შუშის თვალებით მიყურებთ” – ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ალია ავტორი - ალია
16:34 05-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
392

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა – ამის შემდეგ სხდომაზე ხმაური ატყდა, რის შემდეგაც  ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

“ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას დაკავებისას ნიკანორ მელიაზე. 191-ე პრიმა მუხლია, რომელიც განგისაზღვრავთ ვალდებულებას, იმიტომ, რომ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ეხება საკითხი, თქვენ უნდა გამოიკვლიოთ ეს საკითხი და მიმართოთ შსს-ს , პენიტენციურ დაწესებულებას და პროკურატურას ამ საკითხთან დაკავშირებით” – მიმართა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს ნიკა გვარამიამ. 

მანამდე ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ისიც თანამონაწილეა იმ უსამართლობის, რასაც რეჟიმი ქვეყანაში ახორციელებს.

არავის აინტერესებს გატაცებული ვიყავი, თუ არ ვიყავი, შუშის თვალებით მიყურებთ… თქვენ ხართ თანამონაწილე. დაცვის ერთი რგოლი ხართ. უმნიშვნელო, ნაკლებად მნიშვნელოვანი თუ პირიქით, ეს არავინ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ დანაშაულებრივი [ბანდის] ერთ-ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა, რატომ გამიტაცა და რატომ დააზიანა მანქანაში ჩამონტაჟებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები.

მეტიც, ხართ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით. ეს ყველამ ვიცით. მომდევნო სამი წელიწადი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე-მურუსიძე, მორჩილი იქნებით და ისე მიიღებთ გადაწყვეტილებებს“, – მიმართა მელიამ მოსამართლეს”, – უთხრა მელიამ მოსამართლეს. 

მელიამ მოსამართლეს ისიც უთხრა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბოლო წუთებში გადაიხადა გირაო, მას კი ამის უფლება წაართვეს, 21:00 საათზე ლისის ტერიტორიიდან გაიტაცეს, როცა გირაოს გადახდის ვადა 24:00 საათამდე ჰქონდა.

“მოსამართლე დანაშაულს სჩადის ამ წუთებში, სავარაუდოდ, ბოლომდე მიიყვანს, უკანონო პატიმრობაში უშვებს ადამიანს, საუბრაი იმაზე კი არა არის, ეკუთვნის, არ ეკუთვნის, პირდაპირ კანონდარღვევით, ადამიანს, უშვებს პატიმრობაში. ეს არ არის სასამრთლო პროცესი, ეს არის მართლმსაჯულების პროფანაცია, ეს არის საქმის ფაბრიკაცია, რომელსაც არაფერი უშველის ოლიგარქიის დამხობის გარდა. რაც შეეხება წყლის შესხმას-რომ გაგიტაცებს 100 კაცი, მოსამართლე არც კი მოუსმენს თქვენ ნათქვამს, მერე კი უკანონო პატიმრობაში გაგიშვებთ, ისე შეინარჩუნეთ ნერვები, რომ არც წყალი შეასხათ და არც ხმა ამოიღოთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

წყარო – ტვ პირველი

https://www.facebook.com/reel/1220754962538185

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved