• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შსს-ში საბოტაჟს გახარიას კადრები აწყობენ და გეტყვით, რატომ აწყობს ეს გახარიას…”

ალია ავტორი - ალია
19:04 07-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

იურისტი, გენ.ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ვიდეოს და წერს:

“ყველაზე მეტად სამთავრობო “გუნდში” ელოდებიან გახარიას დაცემას”

“გიორგი გახარია ფარსმან სპარსის მეფესთან დიალოგის დროს ნახსენებ ყვავს მაგონებს…

არავის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გახარია ჩვეულ ფორმაშია და პოპულისტობს, როცა ვახტანგ გომელაურს საგამოძიებო საქმიანობას უწუნებს.

რას ითხოვს ის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან როცა იქ წამყვან პოზიციებზე არა გომელაურის, არამედ სწორედ მისი დანიშნული კადრები სჭარბობენ და სწორედ მისივე მფარველობის გამო არ (ვერ) გაუშვა შს მინისტრმა ისინი პოლიციის რიგებიდან…

თუ არა გახარიას ზემოთ ნახსენები პოპულიზმი, რა პოლიტიკური თუ მორალური მოთხოვნები გაუჩნდა, მაშინ როცა, არც ისე დიდი ხანი გავიდა, რაც შსს მინისტრი იყო. იქ ყოფნის დროს თავად რა გააკეთა, რომელი განხორციელებული პროექტით დაგვამახსოვრა თავი? მით უფრო საგამოძიებო მიმართულებით…

სწორედ გახარიას შს მინისტრობის ჟამს დაიწყო ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე უპრეცენდენტო აქციების მთელი სერიები და შს სამინისტროზე მოქალაქეთა უკმაყოფილების პიკმა მის მმართველობის დროს მიაღწია…

სწორედ გახარიას დროს ჰქონდა ადგილი საბოტაჟს. ბასიანი, პანკისი და სხვა მრავალი მისგან უმართავი პროცესები ხომ ამის დასტური არის. ამის გამო მოიხადა ბოდიში (ამით აღიარა შეცდომაც), გასცა დაპირებები, რომლებიც მერე არ შეასრულა.

საბოტაჟს შსს-ში მისივე დანიშნული კადრები აწყობდნენ… ახლაც ისინი მოქმედებენ…ოღონდ უკვე ეს გახარიასაც აწყობს. აწყობს რადგან ძალაუფლებისთვის იბრძვის. ამის გამო კი მას შეუძლია ყველას დაუპირისპირდეს.

მახსოვს როცა გომელაური სუსს განაგებდა გახარიას მისდამი “თავმდაბლური დამოკიდებულება” ჰქონდა. ეს “თავმდაბლობა” პოზიციების ზრდასთან ერთად გაუქრა და მომეტებულმა ამბიციებმა თავისი მოიტანა. დღეს უკვე გახარია პარლამენტში ცდილობს მისი “დაზიანებული” კადრების გაყვანას. ეს თუ შეძლო შემდეგ ივანიშვილს თამამად ეტყვის მე მოვიგე არჩევნები და ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები ჩემი კადრებით უნდა ჩავანაცვლოვო.

მას ხომ შსს და სუსის კონტროლი სურს, რასაც დღეს სრულად ვერ ახერხებს მიუხედავად იმისა იქ მისი კადრები მეორე პირებად ყავს განმწესებული. არადა სწორედ ამ კადრების შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის მხილების გამო (რომლებიც წინა ხელისუფლების დროს კონკრეტულ თანამდებობებს იკავებდნენ) არაერთხელ აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში და თავი იმით გადაირჩინა, რომ გაექცა სამართლიანად დასმულ შეკითხვებს.

გაქცევით პრობლემები არ სრულდება. უკმაყოფილება კი დღითი დღე იზრდება არა მარტო საზოგადოებაში არამედ სამთავრობო “გუნდში”. ყველაზე მეტად სწორედ იქ ელოდებიან მის დაცემას…”

https://www.facebook.com/100009085137857/videos/2543284649317681/
თეგები: გიორგი გახარიავარლამ ხათრიძევახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved