• რეკლამა
  • კონტაქტი
21:44, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შსს–ს უკანონო გადაწყვეტილება – რა ზიანის ანაზღაურება დაეკისრა გომელაურის უწყებას

ალია ავტორი - ალია
13:55 06-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,723

“საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს არ მიეცა საქართველოში შემოსვლის უფლება და სამინისტროს დააკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ორგანიზაციის ცნობით, მოსარჩელე, რომელსაც გერმანიაში ჰქონდა ბინადრობის ნებართვა, 2020 წლის 20 დეკემბერს გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა ტრანზიტულად, თურქეთის გავლით, ხოლო აეროპორტში მას უთხრეს, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ ჰქონდა.

“მოსარჩელეს აეროპორტში განუმარტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მას არ ჰქონდა ქვეყანაში შემოსვლის უფლება და მას მოუწია უკან გაბრუნება. ამ პერიოდში, კოვიდ პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში მოქმედებდა საერთაშორისო მიმოსვლის სპეციალური რეჟიმი. კერძოდ, საკითხის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებდა კონკრეტული ქვეყნებიდან შემოსვლის შესაძლებლობას, მათ შორის გერმანიიდან. თუმცა, სასამართლოში სადავო გახდა, რამდენად გულისხმობდა კონკრეტული ქვეყნებიდან შემოსვლა ტრანზიტულად, მესამე ქვეყნის გამოყენებით შემოსვლას. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ნორმაში მოსარჩელის ჩამოსვლის მეორე დღესვე შევიდა ცვლილება და დაემატა ტრანზიტულად შემოსვლის შესაძლებლობაც”, – წერია განცხადებაში.

საიას ცნობით, სასამართლომ განმარტა, რომ როგორც კანონის, ისე, კანონქვემდებარე აქტის ნორმის განმარტება უნდა მოხდეს არა მხოლოდ გრამატიკულად, არამედ, სისტემურად და გათვალისწინებული უნდა იყოს კანონმდებლის მიზანი.

“სასამართლომ, სხვა ნორმებთან ურთიერთკავშირის შესწავლის გზით დაასკვნა, რომ ამ შემთხვევაში, კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენდა ტრანზიტული ქვეყნის გამოყენებით ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვა. შესაბამისად, გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან ერთად, სრულად დააკმაყოფილა სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში”, – ამბობს ორგანიზაცია.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved