• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შსს-ს 110 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა – “თანამშრომლების მოტყუება” – 2017 წლის საქმე

ალია ავტორი - ალია
17:36 06-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს:

“სასამართლომ პირადი განცხადების საფუძველზე მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებები ბათილად ცნო, აღადგინა მოსარჩელეები სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა  იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების თანხების ანაზღაურება, რომელიც 110  000 ლარს აღემატება.

2017 წლის 6 დეკემბერს თანამშრომლებს, მათ შორის შორენა ჯახუასა და თეა მიხანაშვილს განემარტა, რომ საქართველოს შსს-ს კადრების უფროსის დავალებისამებრ, ყველას უნდა შეედგინა პირადი განცხადებები და მოეთხოვა კადრების განკარგულებაში აყვანა. აღნიშნული განპირობებული იყო სამინისტროს რეორგანიზაცით, რის დასრულებისთანავე ყველა თანამშრომელი ხელმეორედ დაინიშნებოდა.

პირად პატაკების (განცხადებების) საფუძველზე, ისინი მართლაც გაათავისუფლეს სამსახურიდან და აიყვანეს კადრების განკარგულებაში, საიდანაც 2018 წლის 10 აპრილს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო დაითხოვეს.

საქმის განხილვის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სამინისტრომ, ოთხი თვის განმავლობაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ გამოიკვლია და არ შეაფასა მხარეთა ის განმარტება და პოზიცია, რომ მათ მოტყუებით, შეცდომაში შეყვანით დააწერინეს პატაკი და რომ თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მათ ნებას არ წარმოადგენდა და მათ სურდათ  სამსახურის გაგრძელება. სამინისტრომ ისე გაათავისუფლა, მოსარჩელეები, რომ არც დაინტერესებულა რამ განაპირობა მათ მიერ პატაკის დაწერა კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე. აღნიშნული განხორციელდა თუ არა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად და ა.შ. სამინისტროს არ ჩაუტარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად, რა დროსაც სამინისტრო ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.02.2020წ. გადაწყვეტილებით:

1) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის და 2018 წლის 10 აპრილის ბრძანებები მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანისა და კადრების განკარგულებაში მყოფი მოსარჩელეთა შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.

2) დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეები აღდგებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პრესცენტრის (სამმართველო) მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანმდებობაზე.

3) დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით განაცდურისანაზღაურება;

5) დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2017 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.02.2020წ. გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების იურისტი სერგო მახარაძე იცავს.”

შეგახსენებთ, 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის 8 სექტემბრამდე შს მინისტრი გახლდათ გიორგი გახარია.  

თეგები: გიორგი გახარიავახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved