• რეკლამა
  • კონტაქტი
00:08, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შსს მესიჯს გვწერს, წვიმდებაო და მაგასაც ვიგებთ და კიდევ ჩვენ გვაქვს, ხალხო, გააზრების და გაგების პრობლემა?” – თამო კეშელავა

ალია ავტორი - ალია
17:48 12-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:

ერთ–ერთი ტელევიზიის პროგრამას ვნახულობ და წერია: – მხატვრული ფილმი – “რას გაიგებ”.
–ვახ, ხომ არ ვუყურო?, – ეს იყო პირველი ფიქრი, მაგრამ იმწამსვე მივხვდი, რომ არანაირი ლოგიკა არ დევს იმაში, ნახო ფილმი, რომელსაც, წინასწარ იცი, რომ რას გაიგებ, ვერ გაიგებ.
–მეორე მხრივ, მუღამია, რა არის ეგეთი, მეც რომ ვერ გავიგებ? იქნება და მე ყველაზე მაგარი ვარ და გავიგო? – რას გაიგებ. თუ ფილმის რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა ვერ გაიგეს რა ფილმი გადაიღეს, იმათ თუ არ იციან, რისი თქმა უნდათ, მე როგორ გავიგებ?
იქნება, ნიშნისმოგებაა? აი, მაგალითად, ასე, მოდი, მოდი, უყურე, ნახე, აბა, რას გაიგებ – მაგრამ, მაშინ, კითხვის ნიშანი უნდა იყოს დასმული და კითხვის ნიშანი არაა.
იქნება და იმედია – როგორც, მაგალითად, რას არ გაიგებ! – და უმალ რომ გიხარია, რადგან რაღაცა ისეთს გაიგებ, რაც ჯერ არ გაგიგია, მაგრამ არც ძახილის ნიშანია.
წავედი და –აბა, დამაცადე–ს ვუყურე, რა გავიგე, არ მკითხოთ, იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე ვგეგმავდი, ალბათ…
მეორე დღეს დაიწყო წაკითხულის გააზრების დატოლების დიდი ამბავი და ზოგმა, ეგ რა არის, მოსმენილის გააზრება უნდა ნახოთო და ზოგმაც, ნანახის გააზრება არ გინახავთო და მე კი გეტყვით, კიდევ კარგად ვიგებთ, ხალხო.
ვისი მოსმენაც გვიწევს, იმათმა უმრავლესობამ თავად არ იცის, რისი თქმა უნდა და კიდევ კარგად ვიგებთ.
შსს მესიჯს გვწერს, წვიმდებაო და მაგასაც ვიგებთ და კიდევ ჩვენ გვაქვს, ხალხო, გააზრების და გაგების პრობლემა?
იმ პირობებში, რა პირობებში არსებობაც გვიწევს, გეფიცებით, რასაც ვიგებთ, ეგაც სასწაულია და მეორე ხილული სასწაულია, როგორ ირგებენ ისინი, რომლებმაც არ იციან რისი თქმა უნდა და ჩვენ მაინც ვიგებთ,
ჩვენ ვიგებთ და ისინი ირგებენ და რას გაიგებთ, ხალხო, რას? რომ გაიგო, უნდა იყოს გასაგები.
იმის არ იყოს, რომ აწუწუნებდიან ხოლმე ტვინი მოგვე@@ნაო და რომ მინდა დავამშვიდო და ვუთხრა: – ტვინი უნდა გქონდეს, ძვირფასო, რომ მოგი@@ნან:)
რას გაიგებ:)
რაც არ არის გასაგები, იმას რას და რანაირად გაიგებ:)
არაფრიდან ყველაფერი როდის იყო ამოდიოდა, ისედაც ამდენი რამე ამოგვაქვს არაფრიდან წლებია.

“გაცნობებთ, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი” – არსებობს, თუ არა, “წვიმის ინსტრუქცია”?

“მოსახლეობას მოვუწოდებთ  სიფრთხილისკენ” – რა მესიჯი დააგზავნა 112–მა

PISA-ს კვლევით, წაკითხულის გააზრებაში საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved