• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაცნობებთ, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი” – არსებობს, თუ არა, “წვიმის ინსტრუქცია”?

ალია ავტორი - ალია
18:09 11-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,324

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს და  მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის.

 “გაცნობებთ, რომ 27-28 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი”, – წერს 112.

უწყება არ აკონკრეტებს, რომელ რაიონებშია მოსალოდნელი ძლიერი ნალექი, ან რა სახით, მოსალოდნელია, თუ არა ქარი ნალექთან ერთად.

ბოლო პერიოდში, ლამის ყოველი გაწვიმების წინ, უწყება მსგავსი შინაარსის მესიჯებს აგზავნის, თუმცა, წინა მესიჯებში, შსს სიფრთხილისკენ მოგვიწოდებდა, დღევანდელ, 26 ნოემბრის გზავნილში, სიფრთხილისკენ აღარ მოგვიწოდებს, მიზეზი დაკონკრეტებული არ არის. შესაძლოა, უწყება იმიტომ აღარ მოგვიწოდებს მოსახლეობას სიფრთხილისკენ, რომ წინა მესიჯების მიღების შემდეგ, ბევრმა ადამიანმა დასვა კითხვა, მაინც როგორ უნდა გაფრთხილდეს, უნდა წავიდეს სადმე, თუ, პირიქით, უნდა დარჩეს საცხოვრებელ სახლში? არსებობს რამე ინსტრუქცია, წვიმის ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა? და თუ არსებობს, სად არის “წვიმის ინსტრუქცია” განთავსებული, რომელი უწყების გვერდზე? ასევე უწყების მისამართით დაისვა კითხვები, კონკრეტულად, რომელი რაიონის მაცხოვრებლებმა იფრთხილონ, უნდა დაიწყოს თუ არა, რომელიმე კონკრეტული ადგილების ევაკუაცია და ა.შ.

ცნობისთვის, სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებელი პრევენციული სამუშაოები აუცილებელია, ისევე, როგორც მოსახლეობის გაფრთხილება, კონკრეტულად იმ ადგილებში მაცხოვრებელთა, ვისაც საფრთხე ემუქრება. როგორც ჩანს, მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა ძლიერი ნალექით გამოწვეული საფრთხეების წინასწარ განსაზღვრის, შესაბამისად, სავარაუდოდ, გადაწყვიტა, ზოგადი გაფრთხილება დაუგზავნოს ყველას, მოსალოდნელი წვიმის შესახებ. სამწუხაროდ, ასეთი ზოგადი სახის ინფორმაცია, ვერც პრევენციას შეუწყობს ხელს და შიშის გარდა, სხვა შედეგს ვერ მოგვცემს.

“მოსახლეობას მოვუწოდებთ  სიფრთხილისკენ” – რა მესიჯი დააგზავნა 112–მა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved