• რეკლამა
  • კონტაქტი
14:17, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

შოთა თადუმაძის დამსახურებით, მეორედ დამიბრუნდა სიცოცხლე, ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერასოდეს წარმოიდგენს, რა შეგრძნებაა, როცა ისევ შეგიძლია შვილის სახის დანახვა

ალია ავტორი - ალია
14:20 12-01-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,356

“ალიას” ესაუბრება 45 წლის ქალბატონი, მაკა კურკულაძე გურიიდაან, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ ორი ურთულესი ოპერაცია გაიკეთა და გვთხოვს, მისი გამოცდილების შესახებ გიამბოთ.

მხედველობის პრობლემა დიდი ხანია მქონდა, მხოლოდ ერთი თვალიდან ვხედავდი სამყაროს. წელს, როცა სამსახურიდან სახლში მივდიოდი, მოულოდნელად, შუა ქუჩაში დავკარგე სრულად მხედველობა, ყველაფერი დაბნელდა. ვცდილობდი სმენით გამეკვლია გზა და მანქანების ხმებს ვუსმენდი, ვლოცულობდი, რომ როგორმე გზა გადამეკვეთა და მერე დახმარება მეთხოვა. სრულიად შემთხვევით, ჩემმა შვილმა, რომელიც, იქ სულაც არ უნდა ყოფილიყო, გამოიარა, დამინახა, გამოიქცა და ასე გადავრჩი იმ დღეს სიკვდილს. გურიაში მივედი ექიმთან, რომელიც მიხვდა, რომ რთული მდგომარეობა იყო და მირჩია დაუყოვნებლივ მიმერთა „ნიუჰოსპიტალსისთვის“. სამი თვე ველოდი დაფინანსებას და ეს იყო კოშმარული სამი თვე, შვილის ხმის ყოველი გაგონებისას ტირილი მინდოდა, ისე მენატრებოდა მისი დანახვა.

„ნიუჰოსპიტალსში“ დამხვდა შესანიშნავი გუნდი, ქირურგი შოთა თადუმაძე, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. ვერ გადმოვცემ სიტყვებით, როგორი მადლიერი ვარ მისი, ისიც ოჯახის წევრივით განიცდიდა ჩემ მდგომარეობას. როცა პირველად მივედით, აღამოჩნდა რომ ბადურა იყო ჩამოცლილი. იმდენად რთული იყო მდგომარეობა, რომ ექიმი ოპერაციის დასრულებამდე ვერ გვეუბნებოდა ზუსტად, აღდგებოდა თუ არა მხედველობა, პროგნოზი 50/50-ზე იყო. მერე მითხრეს, რომ ჩემ შვილს ამ სიტყვების მოსმენისას უტირია…

ორი ოპერაცია ჩამიტარა ბატონმა შოთამ, ბადურის და კატარაქტის.

ოპერაციის დასრულების შემდეგ, პალატაში შემოვიდა სანიტარი და სინათლე აანთო. მექანიკურად წამოვიყვირე, ჩააქრეთ შუქი-მეთქი. ვერც გავაცნობიერე უცებ რა მოხდა, რომ სახვევის შიგნიდანაც კი დავინახე შუქი. ის შუქი, რომელიც 3 თვე არ მქონდა ნანახი. პალატაში ხმამაღალი ოვაციები გაისმა, ისე გაეხარდათ, რომ ვხედავდი.

დილით, როცა სახვევი ამხსნა ექიმმა, კიდევ უფრო უკეთ ვხედავდი. ახლა უკვე ერთი თვალიდან კვლავ ვხედავ, ვმუშაობ, ვცხოვრობ სრულფასოვანი ცხოვრებით. შოთა თადუმაძის დამსახურებით, მართლა მეორედ დამიბრუნდა სიცოცხლე. ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერასოდეს წარმოიდგენს, რას ნიშნავს სრულ სიბნელეში ცხოვრება და რა შეგრძნებაა, როცა სამი თვის მერე, პირველად შეგიძლია შვილის სახის ისევ დანახვა.

თეგები: შოთა თადუმაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved