• რეკლამა
  • კონტაქტი
20:14, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შიმშილობიდან კვების განახლების სინდრომამდე

ალია ავტორი - ალია
11:19 11-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 40 დღეზე მეტია, რაც შიმშილობს. პროტესტის ფონზე კი სხვადასხვა გზით საზოგადოებაში ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ხშირად მცდარიც. გთავაზობთ შიმშილობის განსაზღვრებებს და სხვადასხვა სახის შიმშილის განმარტებებს საერთაშორისო და ამერიკული კანონმდებლობიდან.

მსოფლიო სამედიცინო ასოციაცია (WMA) და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობა შიმშილობის რამდენიმე ფორმას ცნობს და მას შემდეგნაირად განსაზღვრავს.

შიმშილობის ფორმები

სრული შიმშილობა ნიშნავს, რომ ადამიანი ნებაყოფლობით უარს ამბობს საკვების მიღებაზე, პროტესტი კი გრძელდება მინიმუმ 72 საათის განმავლობაში. პატიმარი ღებულობს მხოლოდ წყალს.

მშრალი შიმშილობა – თუ ადამიანი წყლის მიღებაზე უარს ამბობს, ამას მშრალი შიმშილობა ეწოდება და შესაძლოა შიმშილობა გაგრძელდეს მხოლოდ რამდენიმე დღე, რადგან ორგანიზმი წყლის გარეშე კვირების განმავლობაში ვერ ძლებს და ადამიანი იღუპება.

ნაწილობრივი შიმშილობაა, თუკი ადამიანი იღებს გარკვეულ პროდუქტებს, მაგალითად გლუკოზას, რათა მოხდეს სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება.

შიმშილობის შესახებ 1991 წელს მსოფლიო სამედიცინო ასოციაციამ სპეციალური დეკლარაცია მიიღო, რომელსაც მალტის დეკლარაციად მოიხსენიებენ. დოკუმენტი შემდეგ 2006 წელს განახლდა და დეტალურად განისაზღვრა, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ადამიანი შიმშილობს, როგორ უნდა მოექცნენ მას და ასევე განისაზღვრა, როდის უნდა მოხდეს იძულებით შიმშილობის შეწყვეტა.

დეკლარაციით განსაზღვრულია ისიც, თუ როგორ უნდა მოხდეს მოშიმშილე ადამიანის სამედიცინო შემოწმება და მისი სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი. 14 და მეტი დღის შიმშილობის შემთხვევაში, მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 24 საათის განმავლობაში კონტროლდება და დგება შესაბამისი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ჩარევაც.

საერთაშორისო და ამერიკის კანონმდებლობა შიმშილობის ფორმებთან ერთად, ასევე განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს იმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც შიმშილობდა და პროტესტი შეწყვიტა. ამას კვების განახლების სინდრომს უწოდებენ. დაუშვებელია პაციენტმა, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ საკვები ერთიანად მიიღოს, რადგან ამან შესაძლოა მისი გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის შიმშილობას შეწყვეტს თუ მას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ კვების განახლების სინდრომის შესახებ ამერიკის ბიოტექნოლოგიის ინფორმაციის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და მათ გზამკვლევს გაგაცნობთ.

კვების განახლების სინდრომი

კვების განახლების სინდრომი შეიძლება განისაზღვროს, როგორც სითხეებისა და ელექტროლიტების პოტენციურად ფატალური ცვლილებები, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას არასრულფასოვანი კვების, ან მოშიმშილე ადამიანის ორგანიზმში.

ამ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალური და მეტაბოლური ცვლილებები იწვევს, რამაც შეიძლება სერიოზული კლინიკური გართულებები გამოიწვიოს.

კვების განახლების სინდრომის მახასიათებელია ჰიპოფოსფატემია. თუმცა სინდრომი კომპლექსურია. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის, ბიოტექნოლოგიის ინფორმაციის ეროვნული ცენტრი დეტალურად არ განსაზღვრავს სიმპტომებს. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს საერთაშორისო დოკუმენტიც, რომელიც ამ სიმპტომებს დეტალურად წარმოადგენს. დოკუმენტებში ნათლად წერია, რომ კვების განახლების სინდრომი ადამიანში 14-დღიანი შიმშილობის შემდეგ ვითარდება.

ამერიკის ბიოტექნოლოგიის ინფორმაციის ეროვნული ცენტრი კვების განახლების სინდრომის მქონე ადამიამიანებისთვის სასიცოცხლო მაჩვენებლებს განსაზღვრავს და მათ უმნიშვნელო, საშუალო და მაღალი რისკის პაციენტებად ჰყოფს.

უმნიშვნელო რისკის პაციენტია ადამიანი თუ:

  • ის 15 დღეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში შიმშილობს და მას არ აქვს გამოვლენილი სამედიცინო ცვლილებები, ან ეს ცვლილებები არ არის მაღალი რისკის შემცველი.

დოკუმენტის მიხედვით, მცირე რისკის პაციენტებს არ ესაჭიროებათ მონიტორინგი და მათ შეუძლიათ საკვებისა და სითხეების მიღება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.

პაციენტი საშუალო სიმძიმისაა და მომატებული რისკების გამო, საჭიროებს სამედიცინო მონიტორინგს თუ:

  • BMI არის <16 კგ/მ2 მაგრამ ≤ 18.5 კგ/მ2, საკვებზე უარის თქმის პერიოდში. BMI-სხეულის მასის ინდექსია
  • შიმშილობის დროს მან დაკარგა სხეულის წონის <10% მაგრამ ≤15%-ს
  • შიმშილობის პერიოდი 15 -28 დღის განმავლობაში გაგრძელდა

საშუალო რისკის პაცენტებისთვის კი ამერიკის ბიოტექნოლოგიის ინფორმაციის ეროვნული ცენტრი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მოთავსებას სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება, განხორციელდება უჯრედული კვლევები და მოხდება სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაჩვენებლების მონიტორინგი.

მაღალი რისკის პაციენტად ითვლება ადამიანი თუ:

  • BMI არის ≤ 16 კგ/მ2 BMI ≤ 16 კგ/მ2
  • შიმშილობის დროს მან დაკარგა სხეულის წონის 15% ან მეტი
  • შიმშილობის დროს შემცირდა კალიუმის, მაგნიუმის ან ფოსფატის მაჩვენებლები და ის დაბალ ნიშნულზეა
  • თუ შიმშილობა გრძელდება +28 დღე
  • სამედიცინო ან მენტალური/ფსიქიკური პრობლემების მაღალი რისკი იქმნება შიმშილობის დროს

კვების განახლების მიზნით, ამერიკის ბიოტექნოლოგიის ინფორმაციის ეროვნული ცენტრი მაღალი რისკის პაციენტების შემთხვევაში განსაზღვრავს, რომ პაციენტი მოთავსებული უნდა იყოს ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ.

„ამერიკის ხმა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved