• რეკლამა
  • კონტაქტი
00:02, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შიმშილი და სიღატაკე – რა „პერსპექტივა“ გვაქვს 1-ლი თებერვლიდან

ალია ავტორი - ალია
22:09 01-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
111

ანი დვალიშვილი, ალია

მთელი საქართველოს მასშტაბით, მოიმატა ან წონაში დაიკლო პურმა. ფასის გამო პურის გაყიდვაც შემცირდა, ანუ ადამიანებმა ჭამას მოუკლეს, ანუ ბიუჯეტი ელემენტარულად პურის ძველებურად საყიდლად არ ჰყოფნით, რაც ერთადერთ რამეს ნიშნავს – ერი შიმშილობს! სამწუხაროდ, უკეთესის პერსპექტივა არ ჩანს და იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება უცხოურ ინვესტიციას არ ელოდება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ისევ ფურცელზე იქნება და მოსახლეობა კვლავ ვერაფერს იგრძნობს. ამის ფონზე, სასაცილოდ ჩანს პენსიონერებისთვის მომატებული პენსია, რადგან ის პრაქტიკულად, მომატებულ ფასებსაც კი ვერ აბალანსებს.

ყველა სიკეთესთან ერთად, გაზაფხულიდან დაგეგმილია თამბაქოს აქციზზე ფასის კიდევ ერთხელ მომატება. რამდენიმე თვის წინ დავწერეთ, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის, ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი 10 ლარიდან უნდა დაიწყოს და ამისკენ ნელ-ნელა სვლას სწორედ გაზაფხულიდან დავიწყებთ. გარდა იმისა, რომ თამბაქოს მოწევა აიკრძალა ტაქსებსა და კერძო ავტომობილებში (თუ არასრულწლოვანიც ზის), აკრძალვები კიდევ გაგრძელდება და სწორედ, თამბაქოსთან ბრძოლის სახელით, მოუმატებენ აქციზის ღირებულებას, აქაოდა, თქვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთო. სინამდვილეში კი ყველამ იცის, რომ ფასის მატებით მწეველთა აბსოლუტური უმრავლესობა თუთუნზე გადადის და ფასის გამო, მოწევას თავს ძალიან ცოტა ადამიანი ანებებს. გაზაფხულის შემდეგ, გეგმის მიხედვით მორიგი მატება მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში იქნება, ხოლო შემოდგომაზე მთავარი და დამრტყმელი – კოლოფის ფასი მინიმუმ 10 ლარი.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რის იმედად არის 2022 წელს ხელისუფლება, რადგან წელი ახლა დაიწყო და ამ გათვლებითაც კი, წლის ბოლოს სერიოზული დეფიციტი გველოდება. ახლა არ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ საგარეო ვალმა 33 მილიარდ ლარს მიუკაკუნა, რაც საქართველოს თითქმის ორი წლის ბიუჯეტია და მეტის აღების უფლება უბრალოდ არ გვაქვს. წლის ბოლოს პენსიების და ხელფასების დარიგების პრობლემა შეიქმნება და ეს რომ არ მოხდეს, ქვეყანაში მინიმალური ოდენობის უცხოური ინვესტიცია მაინც უნდა შემოვიდეს. ჰოდა, როგორც წინა წელს გითხარით, ეს „მინიმალური ოდენობა“  ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული მორიგი ინვესტიცია იქნება, თუმცა გრძელვადიანი საშველი ესეც არ არის. რაც ყველაზე საინტერესოა, წლიურად საგარეო ვალი საერთოდ რომ აღარ ავიღოთ და ყოველ თვე 300 მილიონი ვიხადოთ (ჰო, ყოველ თვე), საგარეო ვალის დაფარვას თითქმის მომავალ 10 წელს მოვანდომებთ. არადა, საგარეო ვალის გარეშე უახლოესი წლები რომ ვერ გავძლებთ, ადვილი მისახვედრია და სწორედ ამიტომ, გრძელვადიაან პერსპექტივაში საშველი უბრალოდ არ ჩანს.

პ.ს. პარადოქსია, მააგრამ ფაქტია – საქართველოს საგარეო ვალი 32.6 მილიარდია, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც… 2021 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იყო.

“ნახევარ ლიტრიან შუშის ბოთლ ლიმონათზე ფასის მატება 14-15 თეთრით მოგვიწევს…” – რას უყვებიან “ალიას”
თეგები: ანი დვალიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved