შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსით 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ქარელის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა და ვირუსის სიმპტომებით თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში 15 ოქტომბერს გადაიყვანეს, საიდანაც 4 დღეში გარდაიცვალა.
რეგიონში ინფექციის გავრცელების გამო უკვე დაიკეტა 7 საჯარო სკოლა და სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბოლო 24 საათში შიდა ქართლში სულ 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ნაწილის ინფიცირების წყარო უცნობია.
ცნობისთვის, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაცვლილი
კომენტარები