• რეკლამა
  • კონტაქტი
10:45, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიზნესის ჩქარა გახსნა ამ გზაზე გადის – ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
20:45 01-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს:

“სერიოზული ეპიდემიისა და პანდემიის დამარცხება შეუძლებელია ეფექტიანი ვაქცინაციის გარეშე. მართალია მარტო ვაქცინაციაც არ არის საკმარისი, უნდა იყოს ეფექტური მედიკამენტიც, რომელიც უკვე დაავადებულებს განკურნავს, მაგრამ მაინც ვაქცინაცია არის მთავარი, ამაზე უნდა შევთანხმდეთ.

თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩქარა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ჩქარა გაიხსნას ბიზნესი, ეკონომიკა, მიმოსვლა, რესტორნები, ზამთრის კურორტები, ფრენები, ყველაფერი, ამის გზა პირდაპირ გადის ვაქცინაციაზე, აი ამას უკვე სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ.

იქნება ეფექტიანი ვაქცინაცია და საკმარისი რაოდენობა მოსახლეობის იქნება აცრილი? ჩვენ აღარ დაგვჭირდება არც საპროტესტო გამოსვლები, არც რაღაც მოთხოვნები, არც რაღაც დავებში შესვლა შესაბამის ინსტიტუციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ და თავისით მოგვარდება. საჭიროა ამისთვის მხოლოდ აიცრას ქვეყნის მოსახლეობის 60%-65%-მა.

სავსებით სწორია, რომ დაახლოებით 15% უკვე კოვიდგადატანილია და მათ უკვე აქვთ იმუნიტეტი. ეს ტოლფასია დაახლოებით ვაქცინაციის და დაემატება ეს 15% იმ 65%-ს და 80% მოსახლეობის იქნება იმუნური ფენა. ისევ ეპიდემიოლოგიური გათვლები და სპეციალისტების მიერ დადებული რეკომენდაციები უჩვენებს, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობის 80% იმუნურია, იქ ეპიდემია და ინფექცია მოსახლეობას საფრთხეს ვერ უქმნის და არ არის საჭიროება არანაირი შეზღუდვების იმიტომ, რომ მართალია იმ 20%-ში ვიღაც გახდება ავად, მაგრამ ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა და ამას კლინიკური სექტორი ისე გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს.

საქართველოში იმ ვაქცინების შემოტანაზეა საუბარი, რომლებიც თავისი რეიტინგით ევროპაში ლიდერობენ და ესენია Pfizer -ი, Moderna და AstraZeneca. თუმცა, ჩინური ვაქცინაც საკმაოდ ეფექტურია.

ეს ჩემი პირადი აზრია და ვნახავთ, პრაქტიკა დაადასტურებს, რომ ჩინური ვაქცინა ეფექტურობით არ გამოდგება ცუდი და ხელწამოსაკრავი, მაგრამ ვინაიდან ჩვენთან სიტყვა ჩინური არ ასოცირდება მაღალ სანდოობასთან და რომ არ გავაღრმავოთ და არ მივცეთ მოსახლეობის სკეპტიკურ ნაწილს საბაბი, რომ უარი თქვან ვაქცინაზე, იმიტომ რომ ჩინურია, ამიტომ ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა და არაერთგზის განაცხადა, რომ შემოიტანს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებიც სერტიფიცირებული იქნება ჯანმოს მიერ.

ჯერჯერობით ჩინური ვაქცინა არაა სერტიფიცირებული ჯანმოს მიერ და მას ვერ შემოიტანენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩინური ვაქცინისთვის, რომ ის ეყიდა თურქეთს, აზერბაიჯანს, ბრაზილიას, არაბთა გაერთიანებულ ემირატებს.  ერდოღანმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ძლიერმა და შეძლებულმა ფიგურამ ღია ეთერში აიცრა ჩინური ვაქცინით”

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

13:50 07-27-2026
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved