• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, ხუთშაბათი, 2 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შევარდნაძემ ზურა დაუნდობლად გაწირა… – რას ჰყვება გოგლა ჟვანიას მეუღლე

ალია ავტორი - ალია
17:58 05-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

ambebi.ge-სთან გერ­მა­ნი­ი­დან, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და პო­ლი­ტი­კოს – გოგ­ლა ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლე ნინო შა­რა­ში­ძე საუბრობს:

ჩემი უდი­დე­სი ტრა­გე­დია ჩემს ძმას უკავ­შირ­დე­ბა, სა­ში­ნე­ლე­ბა დაგ­ვა­ტყდა თავს. ჩემი 22 წლის ძმა 1991 წელს ქუ­ჩა­ში მოკ­ლეს. ეს ამ­ბა­ვი დო­ლი­ძე­ზე მოხ­და – ნას­ვამ­მა დო­ლი­ძე­ლებ­მა თა­ვის­სა­ვე უბან­ში მოკ­ლეს ჩემი ძმა. ისი­ნი სამ­ნი იყ­ვნენ და სი­გა­რე­ტის გამო შე­კამთდნენ.

ეს ერთი ტრა­გე­დია იყო, მე­ო­რე კი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი, – ყვე­ლა მოს­ყი­დუ­ლი იყო, ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტიც კი. მკვლე­ლი, რო­მელ­საც არც უა­რუყ­ვია მკვლე­ლო­ბა, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, იმ მო­ტი­ვით, თით­ქოს­და თავს იცავ­დაო. ისე გა­მო­იყ­ვა­ნეს, თით­ქოს ჩემი ძმა და­ეს­ხა სა­მი­ვეს თავს, ისი­ნი კი იგე­რი­ებ­დნენ. იმ დრო­ის­თვის უკვე ბევ­რი უსა­მარ­თლო­ბა მქონ­და ნა­ნა­ხი, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა იყო, მაგ­რამ ასე­თი – არა­ფე­რი. კა­ხას დიდი და ძლი­ე­რი სა­მე­გობ­რო ჰყავ­და. მზად იყ­ვნენ შუ­რის­ძი­ე­ბის­თვის, მაგ­რამ დედა ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ ეხ­ვე­წე­ბო­და, – შვი­ლე­ბო, ფიქ­რიც არ გა­ბე­დო­თო. სულ ეში­ნო­და, კა­ხას მე­გობ­რებს სა­მა­გი­ე­რო არ გა­და­ე­ხა­დათ. არ ვა­ჭარ­ბებ, კახა ყვე­ლას­თვის სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი, ლა­მა­ზი, ნი­ჭი­ე­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ამას­თა­ნა­ვე, ის ძლი­ე­რი, პო­ე­ტუ­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი, გო­გო­ნე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი ბიჭი და ბი­ჭე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი იყო. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ვი­ტა­ნეთ ეს ტრა­გე­დია, ჩემი მშობ­ლე­ბი ამ დროს უკვე 60-ს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ეს უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა იყო ჩვენ­თვის ყვე­ლას­თვის. მაგ­რამ მო­ხუ­ცი მშობ­ლე­ბი მთლად გა­ნად­გურ­დნენ. მამა მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ცოტა ხან­ში, გოგ­ლა გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ის “მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა­ში“ გა­ვი­ცა­ნი, მა­შინ 21 წლის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. მა­ნამ­დე, ერთი მე­გო­ბა­რი მყავ­და, ჩემ­თან იყო, დე­დას ტე­ლე­ფო­ნე­ბის წიგ­ნა­კი ჰქონ­და, ალ­ფა­ბეტს რომ ჩა­მოვ­ყე­ვით, მ-ზე ეწე­რა – “მწვა­ნე­ე­ბი“. მე­გო­ბა­რი მე­უბ­ნე­ბა, მო­ი­ცა, მანდ დავრე­კოთ, მათი სპი­კე­რი – ზურა ჟვა­ნია მომ­წონ­სო. ვუ­თხა­რი, რა­ტომ მოგ­წონს, ბე­ბე­რია-მეთ­ქი. იმ ასაკ­ში დი­დად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. 1992 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ო­დი იყო და ზუ­რას­თან ტე­ლე­ფო­ნით და­კავ­ში­რე­ბა რთუ­ლი იყო. დავ­რე­კეთ და მაკა მდი­ვანს ეუბ­ნე­ბა, ნანა ვარ, დევ­და­რი­ა­ნი, სას­წრა­ფო საქ­მე მაქ­ვსო. ზუ­რამ ყურ­მი­ლი აიღო, და მაკა ეუბ­ნე­ბა, – ზურა, ნანა არ ვარ, მაკა ვარ და ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხა­რო. ზუ­რას გა­ე­ღი­მა, მაგ­რამ თბი­ლად მო­ი­შო­რა, უთხრა, ახლა არ­ჩევ­ნე­ბი გვაქვს და როცა ჩა­ივ­ლის, მერე და­მი­რე­კეო.

არ­ჩევ­ნებ­მა “მწვა­ნე­ე­ბის­თვის“ ტრი­უმ­ფა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, მა­კას არ და­ვი­წყნია, ზუ­რას და­უ­რე­კა და ეუბ­ნე­ბა – გა­მარ­ჯო­ბა ზურა, სიყ­ვა­რუ­ლის თა­ო­ბა­ზე რომ გა­წუ­ხებ­დით, მე ის ვარო. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო… ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, იუ­მო­რის დო­ნე­ზე დარ­ჩა. მა­კას ინი­ცი­ა­ტი­ვით­ვე შე­ვე­დით “მწვა­ნე­ებ­ში“. გა­რე­მოს დაც­ვა ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და. “მწვა­ნე­ებს“ დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­დათ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან ურ­თი­ერ­თობ­დნენ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დი იყო და გული მწყდე­ბა, რომ მერე “მოქკავ­ში­რად” გა­და­იქ­ცნენ და სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ. მათ სხვა მას­შტა­ბე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­უჩ­ნდათ, თო­რემ, მა­შინ­დე­ლი “მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა“ იყო სუ­პერპროგ­რე­სუ­ლი ძალა.

თვი­თონ ზურა იყო ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი. მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი ისე ეს­მო­და, რო­გორც არა­ვის იმ­დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში (და შე­იძ­ლე­ბა მის ფარ­გლებს გა­რე­თაც). მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მომ­წონ­და იქ ყოფ­ნა. მა­შინ პო­ლი­ტექ­ნი­კურ­ში ვმუ­შა­ობ­დი კა­თედ­რა­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რად კი “მწვა­ნე­ებ­ში“ დავ­დი­ო­დი, სა­დაც შევ­ხვდი გოგ­ლას. ზურა რამ­დე­ნა­დაც სწრა­ფი იყო მოქ­მე­დე­ბა­სა თუ აზ­როვ­ნე­ბა­ში, გოგ­ლა იმ­დე­ნად ნელი და დინ­ჯი იყო, ტი­პი­უ­რი ლე­ჩხუ­მე­ლი (ბე­ბია ყავ­და ლე­ჩხუ­მი­დან, სო­ფელ დერ­ჩი­დან, რო­მელ­ზეც გიჟ­დე­ბო­და)… ძმე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნე­თის­გან. ზუ­რას შე­ეძ­ლო ერთ ღა­მე­ში ერთი წიგ­ნი წა­ე­კი­თხა, 4 სა­ა­თი სძი­ნე­ბო­და და მე­ო­რე დღეს ფორ­მა­ში ყო­ფი­ლი­ყო. მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რად ნი­ჭი­ე­რი იყო. ზო­გა­დად, მათი ოჯა­ხი იყო ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე, ზუ­რას და გოგ­ლას სა­ო­ცა­რი დედ-მამა ჰყავ­დათ.

  • “ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ჩა­მოს­ვლა რომ ვერ მო­ვა­ხერ­ხე”

შე­ვარ­დნა­ძე ჩემ­თვის ბავ­შვო­ბი­დან მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მას შემ­დეგ, რაც ზუ­რას ათას­გვა­რი ბინ­ძუ­რი ჭორი აუ­გო­რა, ხან უკა­ნო­ნო შვი­ლო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, ხან ეთ­ნი­კურ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე უვრცე­ლებ­დნენ ჭო­რებს. ისეთ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­ჩე­ვა­ზე ლა­პა­რა­კი არ ყო­ფი­ლა, ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ვცემ­დით პა­ტივს და არა­ვის ვან­სხვა­ვებ­დით. გოგ­ლას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი ჰქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დედა ეთ­ნი­კუ­რად არა­ქარ­თვე­ლი იყო, ძა­ლი­ან ქარ­თუ­ლი. მათ­თან სი­ახ­ლო­ვემ ბევ­რი რამ შემ­ძი­ნა.

გოგ­ლას მშობ­ლებ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი, სა­ოც­რად თბი­ლე­ბი, დახ­ვე­წი­ლე­ბი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. დიდი სა­ნა­თე­საო ჰყავ­დათ ორი­ვე მხრი­დან და მათი სახ­ლი ყვე­ლას შეკ­რე­ბის ად­გი­ლი იყო. მამა გოგ­ლა­სა­ვით დინ­ჯი და კე­თილ­შო­ბი­ლი, დედა კი აქ­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი და სა­ოც­რად კე­თი­ლი – ყვე­ლა­ზე გა­და­ყო­ლი­ლი იყო. გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი, როცა რემა დე­ი­და გარ­და­იც­ვა­ლა, გოგ­ლა სამი დღით ადრე ჩა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მე და ჩემი ში­ლე­ბი კი კო­ვი­დის გამო, სა­ერ­თოდ ვერ ჩა­ვე­დით და დღემ­დე ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი….

  • “გეხ­ვე­წე­ბი, პა­ლა­ტა­ში შე­ვარ­დნა­ძე­ზე ცუდი არა­ფე­რი თქვაო”

გოგ­ლას ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარს და მხო­ლოდ ქცე­ვით მაგ­რძნო­ბი­ნა სიყ­ვა­რუ­ლი, მთე­ლი მისი ქმე­დე­ბე­ბით გა­მო­ხა­ტავ­და ამას. სხვა­თა შო­რის, 22 აპ­რილს ვი­ქორ­წი­ნეთ – დე­და­მი­წის დღეს, სპე­ცი­ა­ლუ­რად არ დაგ­ვიმ­თხვე­ვია… შე­უღ­ლე­ბა ვიწ­რო წრე­ში აღ­ვნიშ­ნეთ, მძი­მე პე­რი­ო­დი იყო – აფხა­ზე­თის ომი… ქორ­წი­ნე­ბის პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი­დან რაც მახ­სენ­დე­ბა, ეს არის ომი, პო­ლი­ტი­კუ­რი სა­უბ­რე­ბი… რო­გორც უკვე ვთქვი, მა­მა­ჩე­მის­თვის შე­ვარ­დნა­ძე სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და როცა გოგ­ლას მივ­ყვე­ბო­დი ცო­ლად, მა­შინ ზუ­რას გა­მოკ­ვე­თი­ლი პრო­შე­ვარ­დნა­ძის­ტუ­ლი პო­ზი­ცია ეჭი­რა. ამა­ზე ცოტა არ იყოს, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მამა თა­ვის აზ­რებს არას­დროს მა­ლავ­და და გან­ვიც­დი­დი, პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე რამე უხერ­ხუ­ლო­ბა არ შე­ექ­მნა. მახ­სოვს, ვეხ­ვე­წე­ბო­დი, შე­ვარ­დნა­ძე­ზე ცუდი არა­ფე­რი თქვა-მეთ­ქი. იმ პირ­ველ სა­ღა­მოს გაგ­ვი­წია ან­გა­რი­ში. ჩემ­თვი­საც იმ­დე­ნად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო შე­ვარ­დნა­ძე, მეც გა­მოვ­ხა­ტავ­დი ამას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის პე­რი­ო­დია, როცა ზურა არის შე­ვარ­დნა­ძის უახ­ლო­ე­სი, მე კი სულ პრო­ტესტს და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოვ­ხა­ტავ. ერთი სა­სა­ცი­ლო მო­მენ­ტი მახ­სენ­დე­ბა: მუ­ცე­ლი ამ­ტკივ­და და სამ­შო­ბი­ა­რო­ში უნდა წა­მიყ­ვა­ნონ, 1994 წლის 8 მარ­ტია, პა­ტა­რა ვარ, დე­დამ­თი­ლი მე­უბ­ნე­ბა, რა­ღაც უნდა გთხო­ვო და შე­მის­რუ­ლეო. მეგო­ნა, მე­ტყო­და ექი­მებს და­უ­ჯე­რეო ან რა­ი­მე მსგავსს, ის კი მე­უბ­ნე­ბა – გეხ­ვე­წე­ბი, პა­ლა­ტა­ში შე­ვარ­დნა­ძე­ზე ცუდი არა­ფე­რი თქვაო. ისე გა­ნიც­დი­და ამ და­პი­რის­პი­რე­ბულ აზ­რებს, სამ­შო­ბი­ა­რო­ში მი­მა­ვალ­საც ამას მთხოვ­და. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო იყო. სამ­წუ­ხა­როდ, მე მარ­თა­ლი აღ­მოვ­ჩნდი, სა­ბო­ლო­ოდ, შე­ვარ­დნა­ძემ ზურა და­უნ­დობ­ლად გა­წი­რა…

დე­დას ჩემი ძმის­თვის უნ­დო­და ბექა და­ერ­ქმია, მაგ­რამ არ და­არ­ქვა და უფ­როს შვილს მე და­ვარ­ქვი ეს სა­ხე­ლი. მე­ო­რე შვილს ზურა ჰქვია და ორი­ვე­ნი ბი­ძებ­თან არი­ან კავ­შირ­ში… ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი გერ­მა­ნი­ის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ აა­ხენ­ში სწავ­ლობს კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბას, ზურა კი ბო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში და­დის. ის ბევ­რს ფიქ­რობს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე და ამ ბოლო დროს ინ­ჟი­ნე­რი­ამ და­ა­ინ­ტე­რე­სა. აქ ეს დარ­გი ძა­ლი­ან კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ჯერ გერ­მა­ნუ­ლი არ იცის და ალ­ბათ ის­წავ­ლის.

სრულად – ambebi.ge

თეგები: ზურაბ ჟვანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
ბიზნესი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

14:57 02-01-2023
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

14:44 02-01-2023
საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები
ბიზნესი

საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები

14:15 02-01-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved