ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია:
“პარლამენტში შესვლასა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებაზე დღეიდან დაიწყება კონსულტაციები, როგორც გუნდის შიგნით, ისე კოლეგა ოპოზიციონერებთან – ვეცდებით 1 კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდება საზოგადოება.”
ნიკა მელიამ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა:
“43%-იანი ნიშნული გაუგონარი პრეცედენტია. დაახლოებით 150 ათას ხმიანი ფორმა მივეცით ხელისუფლებას, მივაბით საპარლამენტო არჩევნების ბედი ადგილობრივ არჩევნებს. ცა და დედამიწა განსხვავებაა ამ ორ არჩევნებს შორის, თავისი სპეციფიკით და ეს ხელისუფლების სასარგებლოა, ყველა ხელისუფლების, ვინც არ უნდა იყოს.”
კომენტარები