• რეკლამა
  • კონტაქტი
04:04, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეურაცხყოფა მიაყენეთ როგორც მე და ჩემს ოჯახს, ასევე ჩემს ულამაზეს ქალაქს” – იზორიას პასუხი ძეგლთან დაკავშირებით მელაძეს

ალია ავტორი - ალია
14:11 08-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,940
გუშინ ინტერნეტსივრცეში დ ასევე მედიაში გავრცელდა, ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატის ქართული ოცნებიდან, ჯუმბერ იზორიას მიერ საკუთარი გამონათქვამის ძეგლის, ქალაქის ცენტრში დადგმის შესახებ ინფორმაცია :
მოგვიანებით დეპუტატმა სოციალურ ქსელშივე ფოტო გამოაქვეყნა და ნოდარ მელაძის სიუჟეტს შემდეგნაირად გასცა პასუხი :
“მინდა გამოვეხმაურო TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც რეპორტაჟის ავტორი მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დამახინჯებას, თუმცა როგორც არ უნდა დაალაგო „ფეიკი“ , საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. სანამ მთავარ საკითხზე გადავიდოდე, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული წარწერა განთავსებულია ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.
ბატონო ნოდარ, წლებია თქვენი მხრიდან ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედიტაცია.
ჩემი პოლიტიკური ცხოვრების დაწყების დღიდან დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით შეთითხნილი ბრალდებების კორიანტელი.
ყველა ამ „ფეიკ“ სიუჟეტის უკან იდგა ნოდარ მელაძე !!! დიახ, სწორედ მსგავსმა ცილისწამებამ შეიწირა მამაჩემის სიცოცხლე, რადგან ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა ღირსება, ადამიანობა და სამშობლოს სიყვარული, რომელიც ასე უცხოა თქვენთვის. მესმის თქვენი გაკვირვება აღნიშული წარწერის გამო, რადგან ძალიან შორსაა თქვენგან „კაცობა, ღირსება და პატრიოტიზმი“.
უცხოა თქვენთვის სამშობლოს სიყვარული და ბრძოლა იმისთვის, რომ შენს ხალხს შეუქმნა უკეთესი მომავალი. ჩემი ცხოვრების დევიზი ყოველთვის იყო იმ ტრადიციების და ღირებულებების გაგრძელება, რომელიც ჰქონდა ჩვენს წინაპრებს. სწორედ ამისთვის ვიბრძოდი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, მაგრამ არ მახსოვხართ თქვენ და არც თქვენი პოლიტიკური ლიდერები. არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მახსოვხართ, არც თქვენ და არც თქვენი პარტიული თუ სატელევიზიო ხელმძღვანელები. დიახ ბატონებო, მე როცა იარაღით ხელში ვიცავდი ჩემი სამშობლოს ღირსებას, თქვენ თბილ ოთახში მოკალათებული ტელევიზორს უსხედით…. არც პანდემიის დროს მახსენდება თქვენი ხალხის გვერდში დგომა, გარდა პროვოკაციული განცხადებებისა. მე კი ჩემი დაარსებული ფონდით და მეგობრების თანადგომით, 2000- ზე მეტ ოჯახს გავუწიეთ დახმარება ურთულეს დროს.
ჩემი 30 -წლიანი სამუშაო გამოცდილება და ცოდნა სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მაძლევს შესაძლებლობას ვიდგე იქ, სადაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეს იქნება საჯარო სამსახური თუ კერძო სექტორი. ჩემთვის ყოველთვის იყო და არის პრიორიტეტი ქვეყნის ერთგულება და ჩვენი მოსახლეობის სამსახურში ყოფნა.
რაც შეეხება გუშინდელ სიუჟეტს, ბატონო ნოდარ, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ როგორც მე და ჩემს ოჯახს, ასევე ჩემს ულამაზეს ქალაქს, რეგიონს და მის მოსახლეობას.”
თეგები: ნოდარ მელაძეძეგლიჯუმბერ იზორია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved