• რეკლამა
  • კონტაქტი
21:18, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეწყვიტეთ საკანონმდებლო შეტევა LGBTI უფლებებზე – Amnesty International

ალია ავტორი - ალია
20:07 03-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

“შემოთავაზებული ინიციატივა არის აშკარა თავდასხმა ადამიანის უფლებებზე საქართველოში და განსაკუთრებით ლგბტი ადამიანების უფლებებზე! შეწყვიტეთ საკანონმდებლო შეტევა LGBTI უფლებებზე” – საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები დისკრიმინაციულია.

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი თქმით, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და მსგავა ინიციატივას ახორციელებს,  შემაშფოთებელა.

“შემოთავაზებული ინიციატივა ადამიანების უფლებებზე და, განსაკუთრებით, LGBTI ადამიანების უფლებებზე აშკარა თავდასხმაა. შემაშფოთებელია მმართველი პარტიის მიერ ასეთი მავნე ინიციატივის განხორციელება ქვეყანაში, რომელსაც ადამიანის ღირსების პატივისცემის, თავისუფლებისა და ყველასათვის თანასწორობის ღირებულებებზე დაფუძნებული ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის.

ამ ღიად დისკრიმინაციული კანონმდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა პრინციპებს ღალატობს, არამედ უერთდება ყველაზე სავალალო მაგალითებს რეგიონიდან, სადაც LGBTI პირების უფლებები სულ უფრო და უფრო მეტად ირღვევა. შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის იმ უფლებებს, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუცია იცავს ყველასთვის, მათ შორის, გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლებას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ ინიციატივაზე დაუყოვნებლივ თქვას უარი და გადადგას რეალური ნაბიჯები რათა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებები საქართველოში ყველასთვის რეალობა გახდეს. LGBTI ადამიანებს, ყველა ინდივიდის მსგავსად, აქვთ უფლება იყვნენ დაცული დისკრიმინაციისგან და ისარგებლონ ადამიანის ყველა უფლებით სრულად და გამონაკლისის გარეშე, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებით”. – თქვა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved