• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეწყვიტეთ პერმანენტული აქციები, რომელიც მკვეთრად ზრდის პანდემიის შემდგომი გაფართოების რისკებს – თენგიზ ცერცვაძე ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
19:45 11-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„ასე გაგრძელება შეუძლებელია და რამე ვიღონოთ. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ გამოვფხიზლდეთ ყველა ერთად და თვალებში შევხედოთ მკაცრ რეალობას“ – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„სახეზეა ყველა ის ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალი შემთხვევების ზრდას საქართველოში. პირველი ეს არის ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა. სრულად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი – 25% და ეს დაახლოებით მილიონი ადამიანია. ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში მოსახლეობის 2/3 სრულად ვაქცინირებულია და ეს არის მთავარი ფაქტორი; მეორე გახლავთ ის, რომ ნიღბის გამოყენების პროცენტი ისევ ძალინ დაბალი რჩება – 40-45%, მაშინ, როცა ევროპის და ამერიკის სრულად ვაქცინირებული ქვეყნებშიც კი, ნიღბის ტარება აღწევს 90%-ს; მესამე არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვტკივა – ეს არის პერმანენტული, პოლიტიკურად მოტივირებული აქციები. ჩვენ ისედაც ვწუხდით ძალიან, რომ საქართველოში ტრადიციულად ძნელი იყო თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან, ვგულისხმობ ქორწილებს, ქელეხებს, სპორტულ ღონისძიებებსა და სხვა. ეს არ გვეყოფოდა თითქოს და ამას დაემატა ახლა პოლიტიკურად მოტივირებული აქციები და თან პერმანენტული. გასაგებია, რომ იყო არჩევნები, პოლარიზაცია საზოგადოებაში და პოლიტიკური პროცესები მიდის, რომელსაც ვერ შევაჩერებთ თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ აქციებს ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი. ფაქტობრივად, საქართველოში ხდება ისეთი რამ, რაც არ ხდება ევროპის და მსოფლიოს არც ერთ სხვა ქვეყანაში. ვერ დაასახელებთ ქვეყანას, სადაც სამივე ეს ფაქტორი იყოს ერთობლიობაში. შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი მოსახლეობა მიდის შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად იმაზე, რომ საქართველოში ასევე პერმანენტულად იყოს აქტიური შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხი და სამწუხაროდ, გარდაცვალების ძალიან მაღალი რიცხვი. ასე გაგრძელება შეუძლებელია და რამე ვიღონოთ. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ გამოვფხიზლდეთ ყველა ერთად და თვალებში შევხედოთ მკაცრ რეალობას. მოვუწოდებ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, გააკეთოთ ყველაფერი, რომ როგორმე ეს პერმანენტული აქციები შეწყვიტოთ და მოძებნოთ სადავო პოლიტიკური საკითხების გადაჭრის რაიმე ალტერნატიული გზები, რადგან ეს გაუთავებელი აქციები, რომელიც რეალურად შედეგს ვერ დებს, დებს ერთადერთ შედეგს, რომ მკვეთრად იზრდება პანდემიის შემდგომი გაფართოების რისკები და იზრდება გარდაცვალების შემთხვევების რისკები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved