• რეკლამა
  • კონტაქტი
13:55, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შეწყვიტე ეს მომაკვდინებელი შიმშლობა! ახლა სიკვდილის უფლება არ გაქვს ძმაო და ჩვენო პრეზიდენტო!“ – გიორგი ბარამიძე სააკაშვილს

ალია ავტორი - ალია
02:57 11-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„მიმართვა მიხეილ სააკაშვილს.

მიშა ჩემო ძმაო, მეგობარო, ლიდერო, პრეზიდენტო და ყველა პატრიოტისთვის ძვირფასო ადამიანო, შენ შენი ცხოვრებით, დაამტკიცე რომ ხარ ჩვენს საზოგადოებაში უნიკალური ადამიანური და პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც თანამედროვე საქართველოს ისტორიაზე უდიდესი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინე.

ვარდების მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ, შენი ლიდერობით და ეფექტიანი მართვით, უშუქობის, კრიმინალის, კორუფციისა და განუკითხაობის წუმპიდან ამოიყვანე საქართველო და ჩამოყალიბდა თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები (პოლიცია, ჯარი, საბაჟო, საგადასახადო, პროკურატურა, იუსტიციის სახლები, თავისუფალი და თანამედროვე უმაღლესი სკოლები და სხვა) და ქვეყანა რომელიც რეალურად თავისი ტერიტორიების 50%-ც კი ვერ აკონტროლებდა წესიერად, სახელმწიფო შექმენი და უმართავი რეგიონები (აჭარა, ჯავახეთი, ქვემო ქართლი, პანკისის ხეობა და ცხინვალის რეგიონის ნაწილი და სხვაც) მშვიდად და წყნარად (ზოგმა ეს ვერც კი გაიგო როგორ მოხდა და არც დააფასა) ჩააყენე ქვეყნის ერთიან ფერხულში.

შენ დაიწყე ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება (9 წელში 400% ზრდა) და საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი გახადე. ყველა პატრიოტს დაუბრუნე საქართველოთი სიამაყის საფუძველი და ხალისი.

აქ ყველაფერს არ ჩამოვთვლი და ალბათ ვერც შევძლებ.

ამ ყველაფრისთვის უკვე ხარ საქართველოს ცოცხალი ლეგენდა, (ჩემი აზრით) საქართველოს ეროვნული გმირი.

არჩევნებში ჩვენი დამარცხების შემდეგ, უდრტვინველად და ხალხისადმი პატივისცემითა და უდიდესი პასუხისმგებლობით, მიიღე ის პოლიტიკური ვერდიქტი, რაც ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა და ხელისუფლება გამარჯვებულს მშვიდად და ღირსეულად, გადაეცი.

9 წელი გავიდა და ქვეყანის ეკონომიკა ადგილზე გაიყინა (0 % ზრდა აშშ დოლარებში) და შენს მიერ შექმნილი ინსტიტუციები და ყველაფერი რაც შენ ფეხზე დააყენე ძალას კარგავს და დეგრადირდება. ისინი მთლიანად რუსი (ეთნიკურად ქართელი) ოლიგარქის ძალაუფლების შენარჩუნებისა და ამგვარად საქართველოში პუტინის გეგმის ეტაპობრივად შესრულებას ემსახურება, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დეგრადაციასა და საბოლოოდ რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე გადასვლას (3+3 ფორმულაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ მოღალატეები) მოასწავებს.

ეს და ბევრი სხვა, რა იყო და რა დღეშიც ვართ ახლა, შენ ყველაზე კარგად იცი და ამიტომ მიატოვე ევროპის უდიდეს ქვეყანაში, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინაში, დიდი პატივისა და გავლენის მქონე საქმე და ასპარეზი და როგორც შენს ქართველ ხალხს დაპირდი, უმძიმესი განსაცდელისა და შენი ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და თავისუფლები რისკის ფასად, მაინც ჩამოხვედი საქართველოში, რითიც მართლა ისტორიული მნიშვნელობისა და ბევრი რამის გადამწყვეტი რეფერენდუმის წინ, პრაქტიკულად ყველა (მტერიცა და მოყვარეც) გააოცე.

შენმა ჩამოსვლამ უდიდესი სიხარული და ენერგია შესძინა შენს მეგობრებს, გუნდსა და ყველა გულშემატკივარს, ასევე ბევრმა შენდამი კრიტიკულად (შესაძლოა მტრულადაც) განწყობილმა ადამიანმა დაინახა შენი ნამდვილი სახე და შენი გულწრფელი სიყვარული და თავდადება შენი საქართველოსადმი.

შენ ბევრ ადამიანს დაუნგრიე ჩამოყალიბებული (საფუძვლიანადაც) სტერეოტიპები, რომ პოლიტიკოსის სიტყვას ფასი არ აქვს, პოლიტიკოსი ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს, რომ პოლიტიკოსები მარტო თავის თავზე და კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნავენ, რომ პოლიტიკოსებს სამშობლო ფეხებზე კიდიათ, მთავარია თვითონ და მათი ოჯახი, სამეგობრო იყონ კარგად და ასე შემდეგ.

უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ ეს ასეცაა, უმეტესი პოლიტიკოსის ბიოგრაფიასა და ქცევას თუ საფუძიანად დავაკვირდებით.

შენმა ამ ნაბიჯმა, რეფერენდუმის წინ, ბევრს ადამიანობის, პატრიოტიზმისა და უანგარო მოღვაწეობის იდეის მიმართ ნდობა და მომავლის იმედი ჩაუსახა.

პუტინის მსახურებმა (როგორც შენც მოელოდი) შენ დაგაპატიმრეს და შენ გაბადრული, დიდი ღიმილიანი სახით შეხვედი დილეგში როგორც პუტინის პირადი პატიმარი.

ღიმილიანი სახით იმიტომ, რომ იცოდი ძალიან მაგარი ნაბიჯი გადადგი და რომ ამას მართლა შეიძლებოდა საქართველოსთვის გამარჯვება მოეტანა. რადგან ეს ხელს შეუწყობდა ყველა ჯანსაღი ადამიანისა თუ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების საქართველოს გადარჩენისა და გათავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანებულიყო.

ასეც მოხდა კიდეც.

შენ დაკავების პირველივე დღიდან შიმშილობა გამოაცხადე და გმირობისა და თავდადების, სამშობლოსათვის სიკვდილის მზადყოფნის, საოცარი მაგალითი და გაკვეთილი მოგვეცი ყველას.

შენ კიდევ ერთხელ შეცვალე საქართველოს ისტორია და დილეგიდან საქართველოს სიყვარულზე და ერის სიყვარულით გაერთიანებასა და ურთიერთმიტევებაზე ისაუბრე. შენმა შიმშილობამ და გააზრებულმა ყველა სიტყვამ და მოქმედებამ საქართველოს მტერი შეაშინა და მორალურად სრულიად გააშიშვლა და გააკოტრა მით უფრო იმ ფონზე როცა საბრალოებმა და ზნედაცემულებმა, თავი ვერც კი შიკავეს და (უმაღლესი თანამდებობის პირებიც კი) ღიად ქილიკობდნენ და გისურვებდნენ სიკვდილს.

შენი ყველა ამ გმირული ნაბიჯის გამო, კიდევ ერთხელ იმსახურებ საქართველოს ერვნული გმირის წოდებას.

შედგა რეფერენდუმის მეორე ტური, სადაც შენი პუტინის დილეგში ყოფნისა და სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში ხანგრძლივი შიმშილობის ფონზე, ქართველმა ხალხმა გამარჯვებას მართლაც, პრაქტიკულად 20-ვე ქალაქში მიაღწია, მაგრამ არჩევნების წინ, და 2 ოქტომბერს გაყალბებისა და მრავალი (მომავალში გამოსაძიებელი) დანაშაულის წყალობით, რეჟიმმა კვლავ მოპარა ქართველ ხალხს მისი ეს გამარჯვება.

ამან ყველას დაგვანახა, რომ საჭიროა ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდეთ და საქართველოს გადასარჩენად შენს მიერ დაწყებული მშვიდობიანი მოძრაობა და სრულიად განსხვავებულ ძალთა ერთობით მიმდინარე ბრძოლა, ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს და ჩემი აზრით ეს უნდა იყოს მშვიდიბიანი რევოლუციის გზა, რის დროსაც ეს მოღალატეთა რეჟიმი ბოლომდე მარტო უნდა დავტოვოთ, სრულ იზოლაციაში და უფრო მკაფიოდ ვაჩვენოთ მისი არალეგიტიმურობა.

ამ ბრძოლაში საქართველოს (და არა მარტო შენს მშობლებს, ოჯახსა და მეგობრებს) გამარჯვების საქმესა და შენს მისიას, შენ ჭირდები ცოცხალი და ჯანმრთელი.

ვხედავთ როგორ ხარობენ ეს არაკაცები კრემლში და აქ მათი მონები, შენი ჯანმრთელობის გაუარესებითა და ერთი სული აქვთ გაიგონ “მიშა მოკვდაო”.

შენი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისაც კი ეშინით ამ გარეწრებს.

მე ვაცნობიერებ, რომ შენ ჩემზე და ყველაზე უკეთ იცი რას აკეთებ და რატომ, ისიც იცი შენი როლი და მნიშვნელობა რაოდენ დიდია ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის და მე ჭკუის სწავლებას ვერ დაგიწყებ თუ როგორ მოიქცე.

უბრალოდ გთხოვ როგორც ჩემს ძმას, მეგობარს, ლიდერსა და პრეზიდენტს, შეწყვიტე ეს მომაკვდინებელი შიმშლობა!

მტრის ჯინაზე შეწყვიტე და მტრის ჯინაზე მაინც გააგრძელე სიცოცხლე!

შენ საქართველოს ჭირდები ცოცხალი და ჯანმრთელი, რომ ამ უბედურებას, რაშიც ახლა საქართველოა თავი დააღწიოს.

უშენოდ ეს მე ვერ წარმომიდგენია და შენ თუ გარდაიცვლები ქვეყანაში საშინელება დატრიალდება, რაც შენ არ უნდა დაუშვა.

ვიცი სიკვდილის შიშს არასოდეს გაუჩერებიხარ, მაგრამ ახლა სიკვდილის უფლება არ გაქვს ძმაო და ჩვენო პრეზიდენტო!

ამასვე გთხოვს ასობით ათასი შენი თანამემამულე და საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი.

გთხოვ გადარჩე და მოგვცე შანსი კვლავ შენი სიბრძნითა და ლიდერობის უნარებით წინ გაუძღვე საქართველოს გადარჩენისა და თავისუფლების მშვიდობიან ბრძოლას!

უღრმესი პატივისცემით,

შენი გიორგი ბარამიძე“

თეგები: გიორგი ბარამიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved