• რეკლამა
  • კონტაქტი
19:40, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შესაძლოა თუ არა კორონავირუსი კოღოს ნაკბენით გავრცელდეს?!

ალია ავტორი - ალია
17:28 04-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
417

პათოგენი კოღოები ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიკვდილს იწვევენ, ხოლო მსოფლიოში ასობით მილიონამდე მძიმე ავადმყოფობის შემთხვევა ფიქსირდება.

ვინაიდან კოღოები მრავალი სხვადასხვა ბაქტერიების და ვირუსული დაავადების გადამტანები არიან, მსოფლიოში პანდემიის პირობებში არაერთ უცხოურ გამოცემაში განიხილება, რამდენად არის შესაძლებელი კოღოს ნაკბენით გავრცელდეს ახალი კორონავირუსი.

ექიმი პარაზიტოლოგი, ირმა კოკაია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ SARS-ის, MERS-ის არცერთი კორონავირუსის ამ ტიპის ჯგუფის ვირუსები მწერების ნაკბენით არ გადადის.

„არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსი ან მისი ჯგუფის ვირუსები კოღოს ნაკბენით გავრცელდეს. კოღოს ძალიან ბევრი დაავადება გადააქვს და არა მარტო კოღოს, ტკიპებსაც, მათ შორის ვირუსული ან დაბაქტერიული დაავადებები. თუმცა არა ეს დაავადება, არა კორონავირუსი, რადგან ეს არის რესპირატორული ტიპის ვირუსი, ამ შემთხვევაში გადაცემის მექანიზმი არის წვეთები, რომელსაც ადამიანი ავრცელებს ხველების ან ცემინების დროს. ის ვირუსები ან სხვა ინფექციური აგენტები, რომლებიც კოღოს ან სხვა მწერებს გადააქვთ იქ აბსოლუტურად სხვა ციკლი გადაცემის მექანიზმია და არაფერ შუაში არ არის ამ კონკრეტულ ვირუსთან. SARS-ის, MERS-ის არც ერთი კორონავირუსის ამ ტიპის ჯგუფის ვირუსები მწერების ნაკბენით არ გადადის“, – ამბობს ირინა კოკაია.

მისივე თქმით, კოღოს შეუძლია ისეთი დაავადებები გადაიტანოს, როგორიცაა: მალარია, ლეიშმანიოზი, ლაიმი. თუმცა როგორც კოკაია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს ბოლო წლებში საქართველოში ამ დაავადებების კლების ტენდენცია აღინიშნება.

„კოღოს ძირითადად გადააქვს, ყველაზე გავრცელებული მალარია, მალარიის პლაზმოტიპები. თუმცა რამდენიმე წელიწადია საქართველოში მალარიის ადგილობრივი შემთხვევები არ გვაქვს, რაც ფიქსირდება, ყველა არის შემოტანილი სხვა ქვეყნებიდან – ძირითადად მაინც აფრიკის ქვეყნებიდან.

გარდა ამისა, კოღოს კიდევ გადააქვს სხვა ტიპის ვირუსები, რომელებიც უბრალოდ საქართველოში არ არის გავრცელებული. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ეს პრობლემა მოხსნილია.

სხვა მწერისმიერი დაავადება, რომელიც აქტიური იქნება ზაფხულის პერიოდში, ეს არის ლეიშმანიოზი. ოღონდ ამ შემთხვევაში გადამტანი არ არის კოღო, ეს არის ფლებოტობუსი, რომელსაც გადააქვს ეს დაავადება და ამის შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს და წელსაც გვექნება სავარაუდოდ.

თუმცა ბოლო წლებში ამ შემთხვევების კლებაც აღინიშნება და ძალიან აქტიური ხდება ხოლმე. ამ სეზონში ძალიან აქტიური ხდება ხოლმე ტკიპისმიერი დაავადება. ეს არის ლაიმის დაავადება, რომელიც ასევე ხშირია ზაფხულში“, – გვითხრა პარაზიტოლოგმა.

ქართველი ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კოღოს ნაკბენით ახალი კორონავირუსის გავრცელებას სრულ ნონსენსს უწოდეს.

კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი ინფექციაა და ვრცელდება მარტო ჰაერით და წვეთებით, რომელსაც ადამიანი გამოყოფს. კოღო გრიპს, ვინოვირუსს და სხვა ვერცერთ გაციებით გამომწვევ დაავადებას ვერ ავრცელებს. ეს არის სრული ნონსენსი, მსგავსი რამ არ არსებობს.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved