• რეკლამა
  • კონტაქტი
17:22, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შესაძლოა, „ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ რევოლუცია მიიღოს” – ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:08 12-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი:

“არის თუ არა პოლიტიკური კონკურენცია შეზღუდული საქართველოში?! – დიახ, არის და რატომ:

1. ფინანსური ფაქტორი – „რუსულ ოცნებას“ განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი აქვს, ოპოზიციის შემომწირველებს კი ანადგურებენ.

2. ადმინისტრაციული და ძალადობრივი მანქანა –  სუსი, პოლიცია, მათ შორის, კრიმინალის გამოყენება და ა.შ. რაც გულისხმობს „ოცნების“ მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიერ მძიმე დანაშაულების – მკვლელობის მცდელობის, ცემის, დაჭრის ფაქტების მიმართ გაცემულ ინდულგენციას და ამავდროულად, ოპოზიციის მხარდაჭერების წინააღმდეგ გამოგონილ სისხლის სამართლებრივ დევნას და მათ საკანში გამომწყვდევას. როგორც ვენეციის კომისიამ განაცხადა, შესაცვლელია ცესკო-სთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან, სასამართლოსთან და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რაც ამავე ვენეციის კომისიის დასკვნით, „გავლენას ახდენს თანაბარი პირობების შექმნაზე“.

3. ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკური ნიშნით დევნა, მათი იძულებით ემიგრაციაში ყოფნა ან დაპატიმრება – მათ შორის, პიჯაკების საქმეზე სააკაშვილის დაჭერა. საზოგადოებამ კარგად დათვალა, როგორ გადაიხადეს 70 000-დან 80 000-მდე ევროთი მეტი თითო ზუსტად ისეთ ავტობუსში, ვიდრე სხვა ქვეყნების მთავრობებმა და ჯამში, ამ ზედმეტმა თანხამ დაახლოებით 20 მილიონი ევრო შეადგინა. მარტო ეს ერთი ეპიზოდი კმარა „ოცნების“ კორუფციის დონის საჩვენებლად. ამიტომ მდიდრდება რამდენიმე ოჯახი და ჩვენი ხალხი ცხოვრობს ცუდად.

4. ანტიდემოკრატიული კანონების მიღება, რაც ზღუდავს პატარა და საშუალო ოპოზიციური პარტიების განვითარებას და ამით, კიდევ ერთხელ, იზღუდება პოლიტიკური კონკურენცია. მაგალითად: საარჩევნო ბლოკების აკრძალვა, რაც ევროპის ქვეყნების უმეტესობაში დაშვებულია; მაღალი საარჩევნო ბარიერი, – 5 %, რაც რელევანტურია განვითარებულ დემოკრატიებში, მაგრამ ძალიან მაღალია ჩვენნაირი ავტორიტარული ქვეყნისთვის. აქვე, ჩემი აზრით, გარდამავალ პერიოდში, ვიდრე განვითარებულ დემოკრატიად შევდგებით, 3 %-იანი ბარიერი უფრო სამართლიანია.

5. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება არა პროფესიონალიზმის ნიშნით, რადგან იქ დასაქმებული ხალხის წვლილი ქვეყნის მშენებლობაში მაღალი უნდა იყოს, არამედ  პოლიტიკური ნიშნით, რამაც გამოიწვია სახელმწიფო სტრუქტურების უაღრესად არაკომპეტენტური ადამიანებით ავსება. ეს კიდევ ერთი არგუმენტია, თუ რატომ ვცხოვრობთ  ცუდად.

6. და უმთავრესი – არჩევნების ფაქტობრივი გაყალბება, რაც უკვე მოხდა 2020 და 2021 წელს, როცა მარტივად, ციფრების მიწერით გააყალბეს ამომრჩევლის ნება. მაგალითად, დმანისის გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარული არჩევნები მოვიგე, მაგრამ საპირისპირო რიცხვები დაწერეს. ესაა რეალური მოცემულობა!

რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს?! ერთი: არსებული ხელისუფლება  არალეგიტიმურია, რადგან შეზღუდული და პრაქტიკულად გაუქმებული კონკურენციის პირობებში, წინასწარ იწერს არჩევნებში გამარჯვებას. მეორე: მოდის 2024 წელი და პოლიტიკური კონკურენცია უნდა გაიხსნას. არჩევნები კონკურენტულ პოლიტიკურ ველზე უნდა ჩატარდეს, მათ შორის, უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, რაც კონკურენციის შემზღუდავი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2024 წლის არჩევნების შედეგები არ ჩაითვლება ლეგიტიმურად, ამ ფონზე, გაიზრდება საპროტესტო მუხტი და ხელისუფლება მიიღებს რევოლუციას!
დარწმუნებული ვარ, თუ ერი მობილიზებას გაუკეთებს საკუთარ ძალებს, „რუსული ოცნების“ ძალადობრივ, ტყუილსა და მოსყიდვაზე აგებულ მმართველობას გადავაგდებთ და ახალი კოალიციური მთავრობა 3 წლის ვადაში ევროკავშირის სრულფასოვან წევრად გვაქცევს.
„ქოცბანდას“ რუსული პასპორტები დიდი ხანია მზად  აქვს!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved