• რეკლამა
  • კონტაქტი
18:18, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შესაძებლობა ახალგაზრდა ლიდერებისთვის – დარეგისტრირდი Forbes საქართველოს პროექტზე 30 under 30

ალია ავტორი - ალია
10:46 04-07-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

Forbes საქართველოს პროექტზე 30 under 30განაცხადის შევსება 15 აპრილამდეა შესაძლებელი.თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველოუკვე მეხუთე წელია არჩევს ფორბსის 30-წლამდელთა ლიდერების სიას, მათი წარმატების, შრომის, ენთუზიაზმისა და გამბედაობის დასაფასებლად. პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს თავიანთი მიღწევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში, ხოლო ფორბსის ეს აღიარება მათ კიდევ მეტის გაკეთების სტიმულს აძლევს.

თიბისი პროექტის მთავარი პარტნიორია და გალფთან ერთად მხარს უჭერს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან ბარიერებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან.

„ეს პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობის მხარდასაჭერად განვახორციელეთ. მე ძალიან ვამაყობ ყველა ამ წამოწყებით, რომელიც ახალგაზრდებს აძლიერებს და წაახალისებს. ეს ადამიანები არიან 30 წლამდე ასაკისპროფესიონალები, წარმატებული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი კარგი საქმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროში და მჯერა, რომ Forbes-ის ეს აღიარება ახალგაზრდებს გზას გაუხსნის და კიდევ მეტის გაკეთების სტიმულსა და შესაძლებლობას მისცემს.“ ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„Forbes-ის მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი საერთაშორისო აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. „Forbes Georgia“ & BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ“, ამბობსგიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

Forbes 30 under 30 გლობალური პროექტია, რომელსაც წარმატებული ახალგაზრდების ინდივიდუალური აღიარებით საზოგადოებისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, ეს პროექტი მონაწილეებისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანონ არა მხოლოდ საკუთარიტ, არამედ საქართველოს სახელი.

შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდი forbes-ის 30 წლამდელთა ახალგაზრდა ლიდერების სიას, აპლიკაციების შევსება 15 აპრილამდე გრძელდება, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვისეწვიეთ ბმულს. პროექტის ორგანიზატორი „კონსიერჟ თბილისია“

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved