• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენ ტოვებ პარტიას…” – ვის მიმართავს მელია და რით დაემსგავსა “ენმ” “ოცნებას”?

ალია ავტორი - ალია
22:03 05-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,444

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ტვ პირველთან, ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.

ინგა გრიგოლია:

–დავარცხნილ, დაბანილ კითხვებს შევეშვათ, პირდაპირ მიპასუხეთ შეკითხვაზე – პარტიას ტოვებთ თუ არა და აპირებთ თუ არა ახალი პოლიტიკური გუნდის გაკეთებას, ვერ დავიჯერებ, თუ მეტყვით არაო, მაყურებელს ნანახი აქვს თქვენი ცალკე ოფისი, იქ ადამიანების შეკრება, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ნიკა მელიას აქვს გადაწყვეტილი ნაციონალური მოძრაობის დატოვება.

ნიკა მელია:

–ამ პარტიას შემოვუერთდი 2013 წელს, მჯეროდა რომ პარტიას ჰქონდა მანკიერების დამარცხების რესურსი. მაშინ, ამოცანა იყო ის, რომ პარტია უნდა გადარჩენილიყო და გადარჩა. შეგნებული არჩევანი გავაკეთე და უკანასკნელი წლები, ძალიან ბევრი რამ გავაკეთე. თუკი ვინმემ მართლა დატოვა პარტია, ფასეულობების და ღირებულებების თვალსაზრისით, ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა. პარტია არის იდეური ერთობა. როდესაც შორდები ამ ღირებულებებს, ჩემი აზრით, შენ ტოვებ პარტიას. ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს განზე ღირებულებებიდან და გულწრფელი ვარ იმ ბრძოლაში, რაშიც ჩავები 2013 წლიდან. მე პარტიაში ვიქნები თუ პარტია იქნება იმ ღირებულებებზე, დიახაც, ვიქნები, რადგან ამ პარტიისთვის ბევრი მაქვს გაკეთებული. გამიგია ქვეყნის პატრიოტიზმი, მაგრამ არ გამიგია პარტიის პატრიოტიზმი. სანამ ვხედავ თუნდაც მცირე, თეორიულ შანსს, რომ ეს პარტია გადარჩეს ფასეულობების მხრივ, როგორც გადარჩა წლების წინ, ბუნებრივია მე ვიქნები იქ, სადაც ვხედავ, რომ პარტია არის ინსტრუმენტი, რომ შენი იდეები განახორციელო.

ინგა გრიგოლია:

–თუკი ღირებულებებისგან დაიცალა, არადემოკრატიულია პროცესები, რა გინდათ ეგეთ პარტიაში?

ნიკა მელია:

–განგებ არ გამოვჩენილვარ ბოლო თვეების მანძილზე, არ მინდოდა, ვინმეს თვალში ისე წარმოვჩენილიყავი, როგორც ჯოხი ბორბლებში და ხელისშემშლელი, განგებ ავიღე საჯარო გამოსვლების პაუზა, თორემ ბევრ და ბევრ ახალ ადამიანს ვხვდები. დღეს პარტია არის უმძიმეს მდგომარეობაში, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რაც არ უნდა თქვან ყოფილმა თანამებრძოლებმა, ყოფილმა, იმიტომ რომ ღირებულებითი დისტანცია შეიმჩნევა, ვინარჩუნებთ მხოლოდ საგარეო კურსის საერთო ღირებულებას, სხვა მხრივ, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტი საერთო ნიშანი აქვს ახალი მენეჯმენტის ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას.

ინგა გრიგოლია:

–მძიმე ბრალდებაა ნიკა…

ნიკა მელია:

–დაწყებული იმ მოდელით პარტიის მართვის, რასაც მე პირადად 11 წელია ვებრძვი, მჯერა, რომ არაფორმალურად პარტია არ უნდა იმართებოდეს. დღეს იმართება, თუ იმართება არაფორმალურად. პრობლემაა, რომელიც უკავშირდება პარტიის სოლიდურობას, პარტიამ დაკარგა პერსპექტივა, ზრდის პოტენციალი, პარტია ემსგავსება კლანური, კაპიტალით, მხოლოდ ფინანსური სახსრებით მართულს. ეს არ არის ის, რისთვისაც იბრძოლა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა. არაფორმალური მმართველობა კიდევ აკადემიურად ჟღერს, მეორეა კლანური მმართველობა, ხო? ვფიქრობ, პრობლემა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას დაუდგა, არც თუ ბუნებრივად დადგა.

თეგები: ლევან ხაბეიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved