ანატოლი გიგაური, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა, დღეს დაგეგმილ აქციას უერთდება – ყოფილი პატიმარი მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მზადაა ყველაფერი დაივიწყოს, თუ საზოგადოება საქართველოს საკეთილდღეოდ გაერთიანდება და არსებულ ხელისუფლებას შეცვლის.
შემიძლია სულ ყველაფრის დავიწყება, თუ საქართველოსთვის ყველა გავერთიანდებით და მოვიშორებთ ამ მთავრობას, აი, ეს არის ჩემი სათქმელი.
აქციაზე ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მოვედი, რა თქმა უნდა, საქართველოს დროშა უნდა იფრიალოს”- თქვა მან.
2 წლიანი პატიმრობის შემდეგ აქციებზე დაკავებულმა აქტივისტმა, გლდანის ციხე წინა კვირას დატოვა.











კომენტარები