• რეკლამა
  • კონტაქტი
01:35, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შემეცოდა ის ხალხი, ვისაც ღარიბაშვილი გაებუტა“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
22:26 10-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
342

 ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ბატონი გიორგი, ხელისუფლება ანტიკორუფციულ სამსახურს ქმნის, ვითომ  ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად. ამ სამსახურს გამოძიების უფლება არ ექნება, მხოლოდ კორუფციის ფაქტები უნდა გამოავლინოს, რომელთაც შემდეგ საგამოძიებო სტრუქტურები გამოიძიებენ. თუ კორუფციასთან ბრძოლა უნდათ,  ქვეყანაში არსებობს 4 უწყება, რომელთაც კანონით ევალებათ კორუფციასთან ბრძოლა – პროკურატურა, შს სამინისტრო, სუს-ის ანტიკორუფციული და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები. რატომ ქმნიან ამ არაფრისმაქნის სტრუქტურას და აყრიან ნაცარს იქით ევროკავშირის მესვეურთ და აქეთ – საქართველოს მოსახლეობას?  

– რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორედ მიანიშნეთ. თუ მართლა კორუფციასთან ბრძოლა უნდათ, 4 სტრუქტურა არსებობს საამისოდ ქვეყანაში და მათ კანონით ევალებათ ამის გაკეთება. გეთანხმებით, ცალკე ჩვენს ხალხს ატყუებენ და ცალკე ევროკავშირს, მაგრამ არც ერთი მოტყუვდება. საინტერესოა, რომ ამ ახალი ანტიკორუფციული სამსახურის უფროსს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და მასვე  დაექვემდებარება. არადა, კორუფციის ყველაზე დიდი წყარო პრემიერ-მინისტრი, მისი გარემოცვა, მასთან დაახლოებული ადამიანები არიან – მეგობრები და ნათესავები. ირაკლი ღარიბაშვილი პირველად რომ გადააყენა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტიდან, რა იყო მიზეზი? ღარიბაშვილის ნათესავები ხელს აფათურებდნენ ბიუჯეტში, 300 000 ლარი მოიპარეს ბიუჯეტიდან. თამაზაშვილ-ჯანყარშვილის კლანი დაარქვეს ამ დაჯგუფებას. მერე იცი, ამაზე რა თქვა ღარიბაშვილმა? მე ჩემს ნათესავებს აღარ ველაპარაკებიო. კარგი, ერთი, რა. 300 000 მოიპარეს და ღარიბაშვილმა თურმე  იმით დასაჯა, რომ გაებუტა. რა მკაცრი სასჯელია, არა?  შემეცოდა ის ხალხი, ვისაც გაებუტა, რომ გაიმეტა და  ასე მკაცრად დასაჯა. რასაც ესენი აკეთებენ, ეს იმას ჰგავს, მგლებმა, რომ შექმნან  კომისია და გამოარკვიონ, ყველაზე მეტი ცხვარი ვინც შეჭამა და მერე ის ღორმუცელა მგლები დასაჯონ. ცირკია, ეს უკვე სერიოზულად სამსჯელო თემაც კი არ არის. რა ვიცი, სულელები ჰგონიათ ევროპა ან ჩვენ და ან ორივე ერთად, ან თავს ისულელებენ და ჰგონიათ, ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით რაღაცას გაიტანენ. დღეს ჰყავს საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება და ანტიკორუფციული სამსახურის შექმნით რას გვეუბნებიან? ჩვენს კორუფციულ საქმიანობას ჩვენვე გამოვავლენთ და მერე საგამოძიებო სტრუქტურებს გადავცემთ ამ ფაქტებს, რომ დაგვიჭირონ, ციხეში ჩაგვსვან და რაც ბიუჯეტიდან მოგვიპარავს, ქრთამად აგვიღია, ის ფული და ქონება უკან მოვიტანოთო? რეალურად, ამას გვეუბნებიან და თან ძალაობენ, უნდა დაიჯეროთ, რომ ასე იქნებაო. ყველას დაგვცინიან! შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო საყოველთაო კორუფცია, წინა ხელისუფლების კი ელიტარული ხასიათი ჰქონდა. ახლა ეს მასშტაბი რაც არის, სახელმწიფო ქონების მიტაცების, სხვა და სხვა სახელწიფო პროგრამების საშუალებით ბიუჯეტის ფულის მოპარვის, ტენდერების გზით ფულის მოპარვის, ნეპოტიზმის, ამგვარი არასდროს ყოფილა. სახელმწიფო უწყებების ბუღალტრები, სახელმწიფოს ფულით ონლაინ-კაზინოებში თამაშობენ, მეტი რაღა უბედურება გვინდა? რამდენი ასეთი ფაქტი გამოვლინდა და რამდენი არ გამოვლენილა? ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ ხელისუფლებაში და დღეს  მულტიმილიონერები არიან. კანონით, მინისტრებს, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებს, მერებს, გამგებლებს არ აქვთ უფლება, რომ ბიზნესი აწარმოონ და ამ დროს რამდენიმე მილიონიანი სახლები და აგარაკები აქვთ,სხვას თავი დავანებოთ. ხელფასებით აიშენეს ეს  სასახლეები? უცხოეთში აქვთ ბინები, სახლები, აგარაკები და საიდან? კორუფციის ეს ცოცხალი მაგალითები გამოიძიონ, თუ კორუფციასთთან ბრძოლა უნდათ და ეს მრავალმილიონიანი ქონება ჩამოართვან. ცხადია, ამას არ გააკეთებენ, რადგან საკუთარ თავს ხომ არ ჩამოართმევენ? საკუთარი ფეხით ხომ არ წავლენ ციხეში? ეს ყველაფერი არის მაიმუნობა, მეტი არაფერი. ქვეყნაში უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სამსახური საგამოძიებო უფლებებით, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იქნება, არავის დაექვემდებარება და ეს მოხდება ხელისუფლების შეცვლის მერე. ამათ ხელში ყველა ამგვარი „მცდელობა“ კორუფციასთან ბრძოლისა, ფარსია და სხვა არაფერი. ეს შიმშილი, ეს უბედურება, ეს ტოტალური გაჭირვება, რაც ქვეყანაშია, კორუფციის დამსახურებაა. წალეკა კორუფციამ სახელმწიფო, ამათ ხელში თუ დავრჩით კიდევ სახელმწიფოდ, ესეც საკითხავია. იქამდე მივიდა ამ კორუფციის მასშტაბები,  უკვე ისეთი განუკითხაობაა ამ მხრივ ქვეყნაში, კორუფცია მკვლელობებსაც იწვევს. კლასიკური კორუფციის ნიმუში და მისი შედეგი იყო, რაც ვაკის პარკში მოხდა, 13 წლის ანგელოზივით ბავშვი შეიწირა ამათმა ანგარებამ, გაუმაძღრობამ. სად არის ჩასაფრებული სიკვდილი და სად რა უბედურება დატრიალდება, კაცმა არ იცის. კი, შეიძლება ვაკის პარკში ბევრი რამ იყო გასაკეთებელი, გამოსაცვლელი და ეტაპობრივად, ნელ-ნელა,  რაც აუცილებელი იყო, ის გამოეცვალათ და განეახლებინათ. რა დროს 33 მილიონის დახარჯვა იყო ვაკის პარკზე, როდესაც ხალხი, ბავშვები შიმშილით იხოცებიან, ექიმთან ვერ მიდის ხალხი, წამალს ვერ ყიდულობენ, რადგან ფული არ აქვთ.

– პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატებს განიხილავს და ძალიან კომიკური ხასიათი მიიღო ამ პროცესმა. თუ რომელიმე მათგანს „ფეისბუკში“ ხელისუფლებისთვის არასასურველი, მისი და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული პოსტი ან კომენტარი აქვს გამოქვეყნებული, პრაქტიკულად, ყველას იწუნებენ. კრიტიკის უფლებაც აღარ აქვს ხალხს?

– ეს არის კლასიკური გამოვლინება ბოლშევიზმისა, ტოტალური მმართველობისა. ჯერ იმას დაუკვირდით, რომელმა კანდიდატმა რა დაწერა ფეისბუქზე, სულ ზეპირად იციან, ხელში უჭირავთ ეს ტექსტები.  ზოგს 5 თუ 8 წლის წინ გამოქვეყნებული პოსტები და კომენტარები  გაუხსენეს. ახლა ერთი ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა. ეს არის  სუს-ის შესაბამისი სამსახურის ნამუშევარი, მათი ამოყრილი ეს ყველაფერი. აი, ამგვარი მეთოდებით იჭერდნენ და ხვრეტდნენ ხალხს. კი, მაშინ „ფეისბუკი“ არ იყო, მაგრამ რამდენიმე კაცში გადაბრუნებულ სიტყვას თუ  იტყოდი კომუნისტურ ხელისუფლებაზე,  გაგაციმბირებდნენ. პოლიტიკურ ანეკდოტებს ვერ  ყვებოდა ხალხი, მაგაზეც იჭერდნენ. ახლა, სოციალურ  ქსელში, ხელისუფლებაზე, მის გავლენიან  წევრებზე, ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული მოსაზრების გამო, სახალხო დამცველის კანდიდატებს ცხრილავენ. ამით ხალხს ეუბნებიან, რომ თუ ერთხელ მაინც ჰყავთ ეს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი გაკრიტიკებული, მაშინ მათთვის საჯარო სამსახურის კარი ჩარაზულია. ცირკად არის ეს პროცესი გადაქცეული, მასკარადია. ყველამ კარგად ვიცით, თავად ვინც უნდათ, იმას დანიშნავენ სახალხო დამცველად, ხელისუფლების  მორჩილ პიროვნებას, რომელიც ბიძინაზე ლოცულობს და წმინდანებად მიაჩნია ბიძინაც და „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც, ეს ბანდიტთა ხროვა. ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ, სახალხო დამცველის ფუნქციას შეასრულებდნენ პოლიცია, პროკურატურა, მინისტრიც და დეპუტატიც, ეს ყველანი სახალხო დამცველები უნდა იყვნენ, უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, კანონს. ნორმალურ ქვეყანას სახალხო დამცველის ინსტიტუცია არ უნდა სჭირდებოდეს.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved