პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ვერ ვიტან უსამართლობას , ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს! დამირეკა მეგობარმა რომელსაც აქვს ბათუმში კაფე და რეგულიაციების თანახმად 9 საათზე იკეტება , ასევე შაბათ კვირასაც არ მუშაობს! აქვს უდიდესი კრედიტი აღებული რომელსაც ამ რეგულიაციების გამო ვერ იხდის!
მხოლოდ ინტერესისთვის ეხლა ეწვია ბათუმის პრესტიჟულ სასტუმროში მდებარე კაზინოს , ( შეგნებულად არ ვასახელებ)რომელიც თურმე შეუფერხებლად მუშაობს თავისი რესტორნით !შეკრებილია უამრავი ადამიანი და არხეინად თამაშობენ, მიირთმევენ და ერთობიან !ღმერთმა შეარგოთ! მათთან არანაირი პრეტენზია!
ისმის კითხვა , ანუ შერჩევითია ეს რეგულიაციები?
რას ერჩით მაშინ აქაურ კაფე ბარებს, რესტორნებს მომღერლებს , კონცერტებს? დახურულ
სივრცეში თუ 500 , 600 კაცის რულეტკა და ქეიფი დაშვებულია , კონცერტებზე მეტი ხალხი კი არ დადის!!!
სად ბნელა გვითხარით რა!“
კომენტარები