• რეკლამა
  • კონტაქტი
05:59, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შეიძლება, ირაკლი ღარიბაშვილი მოხსნან პრემიერ-მინისტრობიდან და თავმჯდომარედ ჩაუყენონ იმ პარტიას, რომლის შექმნასაც აპირებენ“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
13:04 07-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,972

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.  

-„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას აპირებენ, ეს თავად განაცხადეს. მაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მომავალში პარტიაც შექმნან და სოზარ სუბარი გახდეს მისი თავმჯდომარე. შესაბამისად, არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას. რა ფუნქცია ექნება ახალ პარტიას, თუ მართლა ასე მოხდა?

– ძვირფასი „ალიას“ მოცდენა ამ კიდევ ერთი უაზრობის აღსაწერად და გასაანალიზებლად ნამდვილად არ ღირს. ამ ქვეყანას გაცილებით მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ყაველაშვილის, სუბარის და მათი გეგმების შესახებ საუბარი. ჯერ სამნი იყვნენ, ახლა ოთხნი გახდნენ და მალე გახდებიან ათნი, ოცნი… მე პირდაპირ გეტყვით. ქვეყანას აქვს უდიდესი პრობლემები მიგრაციის, დემოგრაფიის, სოციალურ-ეკონომიკური კუთხით და კიდევ სხვა უამრავი. ეს პრობლემები არსად გაქრება. რაც არ უნდა ივანიშვილმა დაშალოს და ააწყოს, ითამაშოს „ქართული ოცნებით“, ახალი და საინტერესო მაინც არაფერი გამოვა აქედან. რომელი აზრის ტიტანები ეს „განდგომილი დეპუტატები“ არიან, რომ საზოგადოებას რაიმე ახალი შესთავაზონ? თუ რაიმე იდეები ჰქონდათ, „ქართულ ოცნებაში“ ყოფნისას ეთქვათ, ვინმე უშლიდა? ისევ ძველი და ნაცადი ტყუილებით ცდილობენ რაღაცებს, ახალს ვერაფერს იგონებენ. ეს დეპუტატები სხვისი გეგმის განხორციელებაში ღებულობენ მონაწილეობას და რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ, მით უფრო დიდი პატივი იქნება მათთვის. სასაცილო და სამარცხვინოა, მეტი არაფერი. მერე შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილი მოხსნან პრემიერ-მინისტრობიდან და გადასვან, თავმჯდომარედ ჩაუყენონ იმ პარტიას, რომლის შექმნასაც აპირებენ. ვინც დღეს არიან გასულები „ქართული ოცნებიდან“, არავინ არაფრის გამკეთებელი არ არის. არჩევნები იქნება თუ სხვა პროცესი, ხომ უნდა დაჯდე ტელევიზიაში და პოლემიკაში შეხვიდე ვიღაცასთან. რომელია მაგათგან დებატებში შემსვლელი? არც ერთი. ან რა გაუკეთებიათ, რაც პოლიტიკაში არიან? არც არაფერი. „ქართული ოცნების“ ნაკეთებით თუ აპირებენ საუბარს, მაშინ „ქართული ოცნება“ ყოფილან. თავად რა აქვთ გაკეთებული, ის თქვან. ამაზე სალაპარაკო არაფერი აქვთ, რადგან დამოუკიდებლად არაფერი გაუკეთებიათ. შექმნიან პარტიას? სასაცილოდ გაიხდიან თავს, ჯერ ისედაც დასცინის ხალხი. ის პარტია იქნება ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული, „ქართული ოცნების“ სატელიტი და რასაც ივანიშვილი ეტყვის, იმას გააკეთებენ.

 

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved