11:35, პარასკევი, 19 აპრილი, 2024

“შეიძლება, გაციმბირება, ციმბირი უკან მოეტოვებინათ, ხო ასეა?!” – სარჯველაძე

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება და წერს:

“არხებზე რომლებზეც თქვენ საუბრობთ, იმათ სათავეში უდგათ ან რაღაცნაირად დაკავშირებულები არიან ადამიანებთან, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან. რომლის პერიოდშიც სხვათაშორის ამ სიმძიმის დანაშაულისთვის შეიძლება, რა ვიცი, გაციმბირება, ციმბირი უკან მოეტოვებინათ, ხო ასეა?!

სინამდვილეში, “ნაციონალური მოძრაობისთვის”, მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, სამწუხაროდ, როდესაც, არ ვიცი, რა დავარქვა ამას, მაგრამ ისინი ხშირად სჩადიოდნენ დანაშაულებს, აქედან გამომდინარე მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს პირთა მხრიდან, რომლებიც არიან ენმ-სთან დაკავშირებული”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი