• რეკლამა
  • კონტაქტი
09:21, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ – ჰკითხონ ქართველ ხალხს, სურს თუ არა ჩაერთოს მეორე ფრონტის სახით ომში – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
16:35 09-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:

„ერთ მხარეს არიან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურთ საქართველო იხილონ, როგორც მეორე ფრონტი და მეორე მხარეს არის ხატია დეკანოიძე, რომელმაც გუშინ აღიარა, წამოცდენა ჰქონდა, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა ეს ფუნქცია და უნდა ყოფილიყო ამ ე.წ. სარტყლის შემადგენელი ნაწილი. საქართველოში მათ სურთ ომი, მეორე ფრონტი, უბრალოდ, პირდაპირ არ აბამენ შანტაჟს ამ მეორე ფრონტის თემას. გავიმეორებ, რა თქმა უნდა, სჯობს ისინი ღიად გამოვიდნენ და პირდაპირ უთხრან ხალხს, რა ითხოვენ, ჰკითხონ ქართველ ხალხს – სურს თუ არა ჩაერთოს მეორე ფრონტის სახით ომში, არ ვიცი, შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ ამ თემაზე. ხალხს ვკითხოთ, ქართულ საზოგადოებას სურს თუ არა, რომ ჩაერთოს იმ ომში, რომელიც დღეს არის სამწუხაროდ, უკრაინაში. ეს უნდა იყოს ხალხის მიერ გადასაწყვეტი საკითხი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხალხმა შეიძლება ბიძინა ივანიშვილსაც უთხრას, რომ თუ ის ხელს შეუწყობს ამ გადაწყვეტილების მიღებას, მოგეხსენებათ, ითხოვენ მისგან პოლიტიკაში დაბრუნებას და ამ გადაწყვეტილების წახალისებას, ხალხს შეუძლია ბიძინა ივანიშვილს ეს მოუწოდოს. ამ შემთხვევაში, საკუთარ მილიარდნახევარსაც გაუფრთხილდება და გარდა ამისა, შესრულდება ის მოთხოვნა, რომელიც აქვთ კონკრეტულ ადამიანებს – აქეთ, ხატია დეკანოიძეს, იქით უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს საკითხი ხალხის წინაშე უნდა დაისვას ძალიან ღიად. ჩვენ რომც გვინდოდეს ომში ჩაბმა, ბუნებრივია, ხალხის ნების წინააღმდეგ ამას ვერ გავაკეთებთ. დემოკრატიის ელემენტარული პრინციპია, რომ ხალხს უნდა ჰკითხო, თუ ხალხი გვეტყვის, რომ სურს ჩაერთოს ამ ომში, მაშინ არ ვიცი, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ყველამ ერთად განვიხილოთ ეს საკითხი. ბუნებრივია, გავყვებით ხალხის ნებას. მოსახლეობის უმრავლესობას თუ სურს, რომ უკანასკნელ ქართველამდე იბრძოლოს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ”

 

თეგები: ირაკლი კობახიძეომში ჩართვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved