• რეკლამა
  • კონტაქტი
19:28, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეეკარით კეზერაშვილს და სააკაშვილს ზურგი შეაქციეთ?” – ენდობოდა, თუ არა სააკაშვილი მელიას?

ალია ავტორი - ალია
06:05 01-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,721

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, პასუხობს ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის კითხვებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, იცოდა, თუ არა, რომ ჩამოდიოდა, თუ იცოდა, არსებობდა, თუ არა რამე გეგმა, თუ არ იცოდა, რატომ შეიძლებოდა ეს არ სცოდნოდა პარტიის თავმჯდომარეს, 2021 წლის არჩევნებში სააკაშვილის ჩამოსვლა დაეხმარა, თუ არა, ოპოზიციას, რატომ არ შესრულდა სააკაშვილის მოწოდებები წინააღმდეგობის ცენტრებისა და პარლამენტიდან გამოსვლის შესახებ და ა.შ.

ნიკა მელია:

-მე ვფიქრობ, ვინ იყო ინფორმირებული მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ამას ნათელს მოჰფენს მიხეილ სააკაშვილი. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე, მის ჩამოსვლაზე, ბუნებრივია, არ მქონდა ინფორმაცია და არც ის ვიცი, ვის ჰქონდა.

გიორგი თარგამაძე:

-მიხეილ სააკაშვილი არ გენდობოდათ, თუ?

ნიკა მელია:

-არა, რა შუაშია, ვისაც ენდობოდა, ის უფრო მაინტერსებს, ყველაფერს ნათელს მოჰფენს, ეს უფრო საინტერესოა, ვინმეს თუ ენდობოდა და დღეს ასე მძიმე მდგომარეობაშია…

გიორგი თარგამაძე:

-მიხეილ სააკაშვილი დიდი გამოცდილების პოლიტიკოსია, მას მოუწია უკრაინაში დაბრუნება წინააღმდეგობის მიუხედავად, იცის რამხელა ფაქტორი იქნებოდა, ადგილზე ხალხის მხარდამჭერების სისტემური ორგანიზება. თქვენი საქმის კურსში ჩაუყენებლობა, რაზე მეტყველებს? მან მის საწინააღმდეგოდ რისკები გაზარდა.

ნიკა მელია:

-შესაძლებელია პირიქით ფიქრობდა, თუკი ეცოდინებოდა ბევრ ადამიანს, მეტი შესაძლებლობაა გავრცელდეს,.

გიორგი თარგამაძე:

-მის პარტიაზე და მისი პარტიის თავმჯდომარეზეა საუბარი და ამოცანაზე, როცა შემოვა ეს ადამიანი, ან დაპატიმრებას გადაურჩეს, ან მიაღწიოს თავისუფლებას, რაც ორგანიზებული მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდებოდა.

ნიკა მელია:

-პროპაგანდამ მუშაობდა, მიშა მელიამ ჩამოიყვანა და ამ მდგომარეობაში არის…

გიორგი თარგამაძე:

-მე არ მჯერა მაგის.

ნიკა მელია:

-ახლა მე სრულიად საპირისპირო კითხვაზე მიწევს პასუხის გაცემა. მეც ძალიან მაინტერესებს, რა მოხდა რეალურად. მართლა მაინტერესებს,

გიორგი თარგამაძე:

-სააკაშვილის ჩამოსვლამ თქვენ გეგმებს ძირი შეურყია და შეასუსტა, თუ პირიქით?

ნიკა მელია:

-მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა იყო მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება. ვინ იყო მიხეილ სააკაშვილთან კავშირზე, ვინ აწვდიდა ამა თუ იმ ინფორმაციას, სწორს თუ არასწორს, ეს გაირკვევა მომავალში. ჩემი პოლიტიკური გეგმები, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ჩავარდნის შემდეგ, უკავშირდებოდა მის დახსნას… იცით, საწყის ეტაპზე  რა ფასი აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის  თანადგომას… არ იყო ეს მხარდაჭერა…

გიორგი თარგამაძე:

-მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გადამწყვეტი არა, უკრაინაში რომ ჩადიოდა საერთოდ უცხოეთმა არ იცოდა. მაშინ ის პროცესი საერთოდ არ იყო საერთაშორისო ყურადღების ქვეშ.

ნიკა მელია:

-როცა მიხეილ სააკაშცვილი ციხეში აღმოჩნდა, სამწუხაროდ, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი უფრო ქართული ოცნების აზრს ითვალისწინებდა, ვიდრე დანარჩენი საზოგადოების, ეს იყო ძალიან მძიმე შეცდომა და ბევრჯერ მითქვამს. მათ შორის საელჩოებში, ადგილობრივი დიპლომატები ვერ ხედავდნენ სურათს ისე, როგორადაც უნდა დაენახათ.

გიორგი თარგამაძე:

-სააკაშვილის ჩამოსვლამ ოპოზიციის მხარდამჭერების უფრო მეტი მობილიზების საშუალება შეუქმნა, იმიტომ რომ ბევრ ქალაქში მეორე ტურების შესაძლებლობა გაჩნდა და ა.შ., თუ პირიქით?

ნიკა მელია:

-ბევრი ფაქტორის ერთობლიობაა….

გიორგი თარგამაძე:

-ანუ, მუხტი აწია თავისი ჩამოსვლით, ეს მუხტი ვის უნდა გამოეყენებია?

ნიკა მელია:

-სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია ძალიან ბევრ ქალაქში მეორე ტური და ძირითადად, რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა იყო… დავა იმაზე, რუსული ავტოკრატიის რეჟიმში, რატომ არის ტყვე მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია და ამის გამო შიგნით ჩხუბი და კრიზისში გადაზრდა, არის უბრალოდ მიუღებელი და თავად პოლიტიკური პატიმრებისთვის ზიანის მიმყენებელი. 9 ნოემბრის შემდეგ, არც მიხეილ სააკაშვილის და არც ნიკა გვარამიას წისქვილზე არაფერი არ დასხმულა. პირიქით მოხდა. თქვენ მეუბნებით პრაქტიკულად იგივეს, რასაც საუბრობენ ის ადამიანები, ირიბად, თითქოს რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა და არ გავაკეთე.

გიორგი თარგამაძე:

-მე კითხვას გისვამთ, შეიძლებოდა, თუ არა… ყველას გვახსოვს სააკაშვილის წერილი, პარტიისა და მხარდამჭერების მიმართ, შექმენით ადგილებზე წინააღმდეგობების შტაბები, რაიონების მიხედვით, დავიწყოთ დიდი წინააღმდეგობის მოძრაობა, დატოვეთ პარლამენტი…

ნიკა მელია:

-და განზრახ არ გავაკეთეთ, ხო? იცით, რატომ არ გავაკეთეთ? ამ პერიოდში მათ შორის ის ადამიანები, იცით რას მეუბნებოდა? მელია შეეკრა კეზერაშვილს და მიხეილ სააკაშვილს ზურგი შეაქცია.

გიორგი თარგამაძე:

-შეეკარით კეზერაშვილს მაგ დროს და ზურგი შეაქციეთ?

ნიკა მელია:

-არა და ახლა როცა აწყობთ ყურს ქოთანს აბამენ მეორე მხრიდან. სიმართლე არის ერთი.

გიორგი თარგამაძე:

-თქვენ საჭიროდ არ ჩათვალეთ ამის გაკეთება, იმიტომ რომ შედეგს არ მოიტანდა?

ნიკა მელია:

-რისი გაკეთება? 28 საპროტესტო აქცია გაიმართა, სამწუხაროდ უშედეგოდ, ის, რომ არ ვეცადეთ და არაფერი გავაკეთეთ არ მივიღებ ამ შენიშვნას და საზოგადოებამ გადაწყვიტოს. ერთ ჩემ კოლეგას ვკითხე, 70-მდე ადამიანი ვესწრებოდით ამ შეხვედრას, 14 ოქტომბერს ჩემ ადგილას როგორ მოიქცეოდი-თქო, იქნება გავიგო, ერთხელ და სამუდამოდ. პასუხი რა იყო იცით? შენ ადგილზეო ხალხს მოვუწოდებდი, დასხდომისკენო, დავსხდებდითო. როდემდე დავსხდებოდით, ხალხო, ეს ციკლი უნდა იყოს ხვალაც და ზეგაც. იმდენჯერ უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რამდენჯერაც საჭირო იქნება და არა, ცალკე, კონტექსტიდან ამოგდებული აქცია დავაანონსოთ… ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ სტარტეგია მხოლოდ აქცია ვერ იქნება.

 

 

 

თეგები: დავით კეზერაშვილიმიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved