• რეკლამა
  • კონტაქტი
16:33, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს! – თიბისი

ალია ავტორი - ალია
11:23 12-02-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ახლის დაწყება ყოველთვის რთულია,განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შენამდე არავის გაუკეთებია. სხვისი იმედების გაცრუების, წარუმატებლობის და შენს თავთან დამარცხების შიში დიდია, მაგრამ, თუ გჯერა შენი მიზნების დაშრომისმოყვარეობასთან ერთად გამბედაობასაც გამოიჩენ, შედეგი დაგანახებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!

თიბისის ახალი ვიდეორგოლი, რომელიც ქართველი არტისტის, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტის გიორგი ფოცხიშვილი ისტორიას გადმოგვცემს, სწორედ რთულ არჩევანზე, გამბედაობაზე, მხარდაჭერასა და თვითრწმენაზე გვიამბობს.

ცეკვის სამყაროში აღზრდა გიორგის მემკვიდრეობით ერგო. მამა ქართულის, ხოლო დედა კი ბალეტის მოცეკვავეები იყვნენ. მისთვის ბავშვობიდანვე ყოველდღიურობა იყო ცეკვის ის ჯადოსნური სამყარო,რასაც ჩვენ მხოლოდ სცენაზე ვუცქერთ.

ცეკვა ქართულით დაიწყო, მალე ბალეტსაც გაეცნო და აქ დაიწყო მისი, როგორც მოცეკვავის გაორება -არჩევანი ქართულ ცეკვასა და ბალეტს შორის უნდა გაეკეთებინა. რთულმა არჩევანმა და ორივესადმი სიყვარულმა გიორგის გადააწყვეტინა, რომ მისი ხელწერა ამ ორი მიმართულების სინთეზი იქნებოდა. იგი იქნებოდა პირველი, ვინც ქართული ცეკვის სიძლიერესა და ბალეტის ელეგანტურობას გაერთიანებდა.

გიორგის არჩევანს თან ახლდა შიში და კითხვები – გამოვა თუ არა, სწორია თუ არა, მაგრამ მშობლები, რომლებიც ხედავდნენ თუ როგორ მიჰყვებოდა თავიანთი შვილი ორივეს კვალს და სჯეროდათ მისი, მუდამ ეუბნებოდნენ: რაც არავის გაუკეთებია, არ ნიშნავს, რომ ვერც ვერავინ შეძლებს.

„ბევრი მიმეორებდა, რომ ორი განსხვავებული სტილის შეთავსებას ვერ შევძლებდი. არადა, მე ორივე მიტაცებდა, ორივე მომწონდა და მინდოდა – ქართული ცეკვის სიძლიერისა და ბალეტის ელეგანტურობის, ჩემებური სინთეზი შემექმნა. ჩემი მიზნის დავიჯერე და გზა ჯიუტად, საბალეტო სცენაზე გავაგრძელე. დღეს, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს ყოველ მოძრაობაში ქართულ ცეკვასა და ბალეტს ვაერთიანებ. მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი ისტორიაა, რომელიც ამ სიტყვების შთაგონებით გახდება შესაძლებელი: შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია, გჯეროდეს!“- ამბობს გიორგი.

რთულ არჩევანში გიორგის მთავარი მხარდამჭერი ოჯახი იყო. დედა და მამა მუდამ უმეორებდა, რომ რაც არავის გაუკეთებია, არ ნიშნავს, რომ ვერც ვერავინ შეძლებს. სწორედ ამ სიტყვების და თავისი თავის დაჯერებით მოვიდა გიორგი დიდ სცენებამდედა დღეს მის არტისტიზმს მსოფლიო ბალეტის წამყვან სცენებზე ვხედავთ.

თიბისი თავისი გზავნილით „მთავარია გჯეროდეს“შთააგონებს ადამიანებს, აძლევს მათ თვითრწმენის და გამბედაობის მოტივაციას, რათა უფრო თავდაჯერებულად მიჰყვნენ დასახულ მიზნებს და ირწმუნონ, რომ შეძლებენ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია – მთავარია გჯეროდეს!

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved