• რეკლამა
  • კონტაქტი
17:19, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შავგულიძე: თუ გამჭვირვალობა არასაკმარისია, ცვლილება გაატარეთ საფინანსო კანონმდებლობაში

ალია ავტორი - ალია
19:11 04-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

რატომ არის რუსული კანონი მავნებელი? – ოპოზიციონერი დეპუტატი, შალვა შავგულიძე რუსულ კანონზე ამბობს, რომ მისი მიზანია, უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისათვის უცხოური ინტერესის გამტარებლის იარლიყის მიკვრა და სტიგმატიზება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა შავგულიძემ შესთავაზა კანონპროექტის ინიციატორებს, ამ ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიების დარეგისტრირება მოხდეს უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებად და არა “უცხოური ინტერესების ძალის გამტარებლად”.

შავგულიძე ამბობს, რომ თუ პრობლემაა ამ ორგანიზაციების შემოსავლების გამჭვირვალობა, შესაძლებელია, რომ შემოსავლების კონტროლისათვის მოხდეს შესაბამის საფინანსო კანონმდელობაში ცვლილების გატარება.

შავგულიძის ინიციატივას მამუკა მდინარაძემ უპასუხა და თქვა, რომ არ აპირებენ სახელწოდების შეცვლას და არც საფინანსო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას.

„კანონპროექტი სუბიექტის, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ მედიასაშუალების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად გამოცხდებისათვის ერთადერთ კრიტერიუმად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ამ სუბიქტს წლიური შემოსავლის 20 პრცენტზე მეტი უცხოური ძალისგან აქვს მიღებული –  გამოდის, რომ თუ არასამთავრობო ორაგნიზაციას დაფინანსება უცხოური ძალისგან აქვს მიღებული, ეს ქვეყანაში ამა თუ იმ მიმართულების გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კულტურის მემკვიდრეობის საქმის და ა.შ… მოკლედ კეთილი საქმის განვითარებისათვის აქვს და სახეზეა ამ მიზნით ამ დაფინანსების გამოყენება, მიუხედავად ამ ფაქტისა, ამ კანონპროეტის მიხედვთ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანზიაციად.

რა გაძლევთ საფუძველს, რომ მხოლოდ იმ გარმეოებიდან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი მიღებული აქვთ უცხოური ძალისგან, აღნიშნული ორგანიზაცია უნდა გამოცხადდეს უცხოური ინტერსის გამტარად?

თუ კანონპროექტის ინიციატორთა რეალურ მიზანს არ წარმოადგენს არასამთავრობო სექტორის და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზება მათთვის იარლიყის მიწეპებით, გთავაზობთ, რომ ე.წ უცხოური ძალისგან შემოსავლის მიღების შემთხვევაში შესაბამისი სუბიექტების რეგისტრირება მოახდინოთ უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანოზაციებად და არა უცხოური ძალების ინტერესებს გამტარებლად, რის დასაბუთებასაც კანონპროექტი არ ითვალისწინებს და უბრალოდ აბრალებთ.

თუ მიზანი მართლაც შემოსავლების გამჭირვალობის უზრუნველყოფაა, რატომ ცდილობთ ეს განახორციელოთ ამ ორგანიზაციებისათვის უცხოური ინტერესების გამტარებლის გამოცხადების გზით?! თუ მათი შემოსავლების გამჭვირვალობა არასაკმარისია გთავაზობთ მათი შემოსავლების კონტროლისათვის შესაბამის საფინანსო კანონმდელობაში გაატროთ ცვლილება, რაც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ შეიძლება განხორციელდეს”, – განაცხადა შავგულიძემ

ტვპირველი

თეგები: შალვა შავგულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved