• რეკლამა
  • კონტაქტი
01:46, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შატილის ტრაგედია – სასამართლომ ტურისტული კომპანია traveler.ge-ს ხელმძღვანელს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ალია ავტორი - ალია
16:10 11-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
231

შატილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც 17 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დღეს დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტურისტული კომპანია traveler.ge-ს ხელმძღვანელი შალვა ბოლოთაშვილი და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გოჩა გოგილაშვილს, რომელიც იმ მიკროავტობუსის მფლობელი იყო, რითაც ტურის მონაწილეები გადაადგილდებოდნენ.

ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, ოჯახი განაჩენით უკმაყოფილოა, რადგან, მათთვის მოულოდნელად, შალვა ბოლოთაშვილს ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირდა. თავდაპირველად მასაც და გოჩა გოგილაშვილსაც 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ედავებოდნენ, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. traveler.ge-ს ხელმძღვანელი სასამართლომ შედარებით მსუბუქი მუხლით გაასამართლა – სამსახურებრივი გულგრილობის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 3 წელი მიუსაჯა.

ადვოკატის განცხადებით, ოჯახი განაჩენის გასაჩივრების მოთხოვნით, აპირებს პროკურატურას მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. 17 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. 3 დაშავებულიდან 2 მოგვიანებით გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved